ელექტრონული პუბლიკაციები

         

              

სტატიები

ჟურნალი "IP საქართველო"

 
საქპატენტი გამოსცემს განახლებულ ჟურნალს „IP საქართველო“, რომელიც მოიცავს საქპატენტის სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის „ინტელექ-ტუალური საკუთრებისა“ და პერიოდული გამოცემის „IP საქართველოს“ რუბრიკებს. შესაბამისად, მასში გაშუქდება ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული თეორიული და პრაქტიკული საკითხების ფართო სპექტრი. კერძოდ, გამოქვეყნდება ქართველი და უცხოელი სპეციალისტების სტატიები, ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ და, ასევე, საზოგადოების ფართო წრისთვის საინტერესო პოპულარული რუბრიკები. ჟურნალში სტატიების გამოქვეყნების საშუალება ექნებათ დარგის სპეციალისტებს, გამომგონებლებს, მეცნიერებს, ხელოვნების მოღვაწეებსა და სხვა. განახლებული ჟურნალი „IP საქართველო“ დაიბეჭდება პოლიგრაფიულად და გამოვა წელიწადში ორჯერ, ხოლო მისი ელექტრონული ვერსია, ტრადიციისამებრ, განთავსდება ჩვენს ვებ-გვერდზე. მკითხველისთვის ახალი სტატიების დროულად მიწოდების მიზნით, საქპატენტის ვებ-გვერდზე, „IP ელექტრონულ პუბლიკაციებში“ მოხდება მათი ოპერატიული განთავსება. იმედს გამოვთქვამთ, რომ გამოიჩენთ ინტერესს საქპატენტის ახალი გამოცემისადმი და მოგვაწოდებთ წინადადებებსა და სურვილებს, რაც დაგვეხმარება უკეთ წარმოვაჩინოთ თქვენთვის საინტერესო თემები.

 

   გეოგრაფიული აღნიშვნები - კონკურენტუნარიანობის და განვითარების ინსტრუმენტი
დ. გაბუნია
       ჩამოტვირთე   05.11.2014
   ინოვაციები და საპატენტო გამოწვევები
დ. გაბუნია
      ჩამოტვირთე  26.11.2014
   კვლევა საქართველოში კონტრაფაქციასა და მეკობრეობის შესახებ
      ჩამოტვირთე  23.06.2016