ესტონეთის ინტელექტუალური საკუთრების და ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრი საქართველოს სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის განვითარებაში დაეხმარება. ცენტრის ხელმძღვანელს მარიუს კუნინგასსა და საქპატენტის თავმჯდომარეს შორის შეხვედრა ესტონეთში, 5 მარტს (2015წ.) ნიკოლოზ გოგილიძის სამუშაო ვიზიტის დროს შედგა. უახლოეს მომავალში საიონოვაციო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ერთობლივი პროექტების განხორციელება დაიწყება. |