შვიდ ქართულ ადგილწარმოშობის დასახელებაზე ყირგიზეთის საპატენტო უწყებამ სარეგისტრაციო მოწმობა გასცა. ახაშენის, წინანდალის, მუკუზანის, ნაფარეულის, ქინძმარაულის, ტვიშის და ხვანჭკარას დასახელებაზე განსაკუთრებული უფლება, ყირგიზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, „ღვინის ეროვნულ სააგენტოს“ მიენიჭა. |
ხვანჭკარა, ტვიში, ახაშენი, წინანდალი, მუკუზანი, ნაფარეული და ქინძმარაული - ყირგიზეთში დარეგისტრირდა