ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკის მრეწველობისა და
ვაჭრობის სახელმწიფო
ადმინისტრაციის (SAIC) სასაქონლო
ნიშნების უწყებამ ,,ხვანჭკარის”
რეგისტრაცია გაუუქმა ფიზიკურ
პირს, რომელსაც
არაკეთილსინდისიერად ჰქონდა
დარეგისტრირებული ქართული ღვინის
ადგილწარმოშობის დასახელება.
ასევე არაკეთილსინდისიერად
დარეგისტრირებულ
ადგილწარმოშობის დასახელებებზე
,,წინანდალი”, ,,ქინძმარაული” და
გეოგრაფიულ აღნიშვნაზე ,,ჭაჭა”
დავა საქპატენტს და ორ ჩინურ
კომპანიას შორის 2014 წლის
თებერვლიდან მიმდინარეობს.
საქართველოს ინტელექტუალური
საკუთრების ეროვნული ცენტრი
,,საქპატენტი” იმედს გამოთქვამს,
რომ სარჩელი სხვა სადაო
დასახელებებზეც
დაკმაყოფილდება. |