|
ინოვაციური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ საქართველოს სამეცნიერო - კვლევით ცენტრებს საპატენტო - საინფორმაციო მომსახურებას უფასოდ გაუწევს. „საქპატენტის“ წარმომადგენლებმა აღნიშნულ საკითხზე შეხვედრები გამართეს თბილისის ი.ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტისა და ი.ვეკუას სახელობის სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელებთან და მეცნიერ-თანამშრომლებთან. საპატენტო ძიებებს განახორციელებენ „საქპატენტის“ წამყვანი ექსპერტები, საერთაშორისო კომერციული და არაკომერციული საპატენტო ბაზების გამოყენებით . ძიების მასალები და ანგარიშები მეცნიერებსა და ინჟინრებს დაეხმარებათ, სრულად გაეცნონ მათი საქმიანობის სფეროებში არსებულ სამეცნიერო-ტექნოლოგიურ მიღწევებს, რეალურად შეაფასონ თავისი კვლევებისა და დამუშავებების აქტუალობა, სწორედ დაგეგმონ განსახორციელებელი სამუშაოები. |