|
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, რომელზეც მხარეებმა საავტორო უფლებებისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებსა თუ გამოწვევებზე ისაუბრეს და ერთობლივი გეგმები დასახეს.
როგორც საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა ქვეყნის კულტურულ-ეკონომიკური წინსვლის საწინდარია და საკრებულო თავისი კომპეტენციით ყველანაირად შეუწყობს ხელს ამ კუთხით არსებული პრობლემების აღმოფხვრას. |