Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
“საქპატენტმა” ხმის ჩამწერი სტუდიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

                                                                                                                 

ანტიმეკობრული სტრატეგიის შემუშავების მიზნით, ხმის ჩამწერ სტუდიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც "საქპატენტისა" და საავტორო უფლებათა ასოციაციის ინიციტივით იყო ორგანიზებული.

შეხვედრა საავტორო უფლებათა ასოციაციის ოფისში შედგა და მას ხმის ჩამწერი სტუდიების - "სანოს", "თბილისის" "ბრავო რექორდსის", "ფორტუნას" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, შეხვედრა ემსახურება მეკობრული CD და DVD პროდუქციის წინააღმდეგ სტრატეგიული გეგმის შემუშავებასა და მისი განხორციელების გზების დანერგვას. მათი თქმით, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

სტუდიების წარმომადგენლების განცხადებით, მეკობრული პროდუქციის გავრცლების ძირითადი წყარო ინტერნეტია. ისინი არსებული კანონის იმპლემენტაციის აუცილებლობაზე საუბრობენ.

შეხვედრაზე გაცხადდა, რომ "საქპატენტი" საკოორდინაციო საბჭოს შექმნას გეგმავს, რომელსაც სათათბირო ფუნქცია ექნება. მასში შევლენ ის სახელმწიფო უწყებები, რომლებიც დაკავშირებულები არიან საავტორო უფლებების დაცვის აღსრულებასთან, ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლები და ასევე მოწვეულები იქნებიან ის ადამიანები, რომელთა უფლებების აღსრულებაც უნდა დაგეგმოს და განახორციელოს სახელმწიფომ.


tag: