2013 წ. 13 დეკემბერს ქ. ვაშინგტონში აშშ-საქართველოს
სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში გაიმართა ეკონომიკის, ენეგეტიკისა და
ვაჭრობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა.
Oსაქართველოს დელეგაციაში შედიოდნენ სხვადასხვა სამინისტროებისა და უწყებების
წარმომადგენლები, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სხდომას მასპინძლობდა
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი; ამასთან, შეხვედრაში ჩართულნი იყვნენ აშშ-ს სხვა
შესაბამისი სახელმწიფო სამსახურები. საქართველოს დელეგაციის წევრის რანგში აღნიშნულ
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ - ეკატერინე
ეგუტიამ.
აშშ-სა და საქართველოს ეკონომიკის, ენეგეტიკისა და ვაჭრობის სამუშაო ჯგუფის
შეხვედრაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად მხარეებმა განიხილეს ინტელექტუალური
საკუთრების დაცვა და აღსრულება. აშშ-ს წარმომადგენლების მიერ საქპატენტი შეფასდა
რეგიონში ერთ-ერთ სანიმუშო და წარმატებულ სახელმწიფო სტრუქტურად.
სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების
გაღრმავებაზე და ამ მიმართულებით დაგეგმა შესაბამისი ღონისძიებები. |