Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
საქპატენტის პრიზი 2013 წლის ყველაზე ინოვაციური პროექტისთვის
 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების საკითხებზე რიგით VI ყოველწლიური რეგიონული კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის 400-მდე წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაზე კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების საკითხებზე იმსჯელეს და წლის განმავლობაში შემუშავებულ ინოვაციურ IT პროექტებს გაეცნენ.

რეგიონული კონფერენცია, რომლის დევიზია "ინფორმაციული ტექნოლოგიები მომავლისთვის", დაჯილდოების ტრადიციული ცერემონიალით დასრულდა. კონკურსის 17 ნომინაციაში 50-მდე პროექტი იყო წარმოდგენილი როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან.

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტის“ მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი 2013 წლის ყველაზე ინოვაციური პროექტისთვის კომპანიას ,,აზრი“ გადაეცა.

რეგიონული კონფერენცია კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების საკითხებზე 2008 წლიდან იმართება და ყოველწლიურად უფრო მეტ ინტერესს იწვევს. 


tag: