
ქ. ვილნიუსში აღმოსავლეთ პარტნიორობის მესამე სამიტის
ფარგლებში, 2013 წლის 28 ნოემბერს განხორციელდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
ასოცირების შეთანხმების პარაფირება.
ასოცირების შეთანხმების ნაწილს წარმოადგენს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი
ვაჭრობის სივრცის შესახებ ხელშეკრულება (DCFTA), რომლის მოლაპარაკების პროცესშიც 3
წლის მანძილზე აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ საქპატენტის თანამშრომლები. DCFTA-ს
უმნიშვნელოვანეს თავს წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა,
რომელშიც გაწერილია ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა დარგების მარეგულირებელი
ნორმები. აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის
ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობასთან კიდევ უფრო დაახლოებას.