

25-26 ნოემბერს საქპატენტში გაიმართა ტექნოლოგიისა და ინოვაციების მხარდაჭერის ცენტრის (TISC) სამუშაო შეხვედრა თემაზე: TISC პროექტის შემდგომი განვითარება და ინოვაციების მხარდაჭერა ტექნოლოგიური ცოდნის წვდომის მეშვეობით. სამუშაო შეხვედრა ორგანიზებული იყო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (ისმო) და საქპატენტის მიერ.
შეხვედრაზე განხილული იქნა ინოვაციისა და ტექნოლოგიის მხარდაჭერის ცენტრის (TISC) პროექტთან დაკავშირებული საკითხები, რესურსები და მასთან დაკავშირებული პროგრამები, ისმოს განვითარების დღის წესრიგი, საპატენტო ინფორმაცია და გადაწყვეტილებების მიღება, საპატენტო ლანდშაფტის შესახებ ანგარიში– კომერციული მონაცემთა ბაზების ინსტრუმენტები, საპატენტო ინფორმაციის გამოყენება ბიზნესში, და სხვ.
სამუშაო შეხვედრას უძღვებოდნენ ისმო-ს ინოვაციისა და ტექნოლოგიის მხარდაჭერის განყოფილების პროექტის ოფიცერი მონიკა ზიკოვა და კომპანია სინჯენტა ინტერნეიშნელის საპატენტო ინფორმაციის განყოფილების უფროსი გერჰარდ ფიშერი. სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ საქპატენტის თანამშრომლები, უნივერსიტეტების წარმომადგენლები და გამომგონებლები.