

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა „საქპატენტი“ დაასრულა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 6 ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციის პროცესი. დასახელებებზე „მუკუზანი“, „ახაშენი“, „ქინძმარაული“, „წინანადალი“, „ტვიში“, ხვანჭკარა“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საპატენტო სამსახურმა უკვე გასცა მოწმობები რომელიც ადასტურებს, რომ დასახელებები წარმატებით დარეგისტრირდა. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სარეგისტრაციოდ წარსადგენი პრიორიტეტული დასახელებებები, საექსპორტო მონაცემებზე დაყრდნობით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად განისაზღვრა. რეგისტრაციის შედეგად ქართული დასახელებები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტრიაზე უკანონო გამოყენებისა და პროდუქციის ფალსიფიკაციისაგან დაცული იქნება.