Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
განვითარებისა და ინტელექტუალური საკუთრების კომიტეტის (CDIP) სხდომა

მიმდინარე წლის 18-21 ნოემბერს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) სათაო ოფისში განვითარებისა და ინტელექტუალური საკუთრების კომიტეტის (CDIP) მეთორმეტე სხდომა იმართება. სხდომაზე განიხილება ისმო-ს სახელმძღვანელო ტექნიკური დახმარების გაწევის შესახებ, ისმო-ს ტექნიკური დახმარების შესახებ მიმოხილვა განვითარების მიზნებისათვის თანამშრომლობის სფეროში და სხვა კომიტეტის კომპეტენციაში შემავალი მნიშვნელოვანი საკითხები.
აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე ეკატერინე ეგუტია დაინიშნა. დღეს სხდომა უშუალოდ ეკატერინე ეგუტიას თავმჯდომარეობით მიმდინარეობს. განსაკუთრებულად აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც WIPO -ს კომიტეტის სხდომა ტარდება საქართველოს წარმომადგენლის თავმჯდომარეობით.

http://www.wipo.int/webcasting/en/index.jsp

http://www.flickr.com/photos/wipo/tags/cdip/


tag: