საქპატენტის დელეგაციის ვიზიტი ყაზახეთში
2013 წლის 16-18 ოქტომბერს საქპატენტის დელეგაცია თავმჯდომარის ირაკლი ღვალაძის
ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით მიემგზავრება ქ. ასტანაში (ყაზახეთი). დელეგაცია
მონაწილეობას მიიღებს რეგიონულ სემინარში პატენტებთან დაკავშირებული მოქნილი
შესაძლებლობების განხორციელებისა და გამოყენების შესახებ. სემინარი გაიმართება
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) და ყაზახეთის რესპუბლიკის
ინტელექტუალური საკუთრების უფლებების კომიტეტის ეგიდით. აღნიშნული ღონისძიება
ეძღვნება ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული საპატენტო სისტემის დაარსების 20
წლისთავს. |