

2013 წ. 7 ოქტომბერს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს საქპატენტს სამუშაო ვიზიტით ეწვია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო უწყების (SIPO) დელეგაცია თავმჯდომარის მოადგილის დოქტორ ლი იუგუანგის ხელმძღვანელობით. საქპატენტის თავმჯდომარესთან ირაკლი ღვალაძესთან გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები. ვიზიტის დასასრულს ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას საქპატენტსა და ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო უწყებას შორის და 2014 წ. გეგმას თანამშრომლობის შესახებ ორ უწყებას შორის. შეთანხმება მიზნად ისახავს ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობას და ითვალისწინებს გამოცდილებისა და მოწინავე პრაქტიკის, კადრების და დოკუმენტაციის გაცვლას, თანამშრომლობას საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, და სხვ. |