ქ. ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო/ WIPO) რიგით
51-ე გენერალური ასამბლეა გაიხსნა 23 სექტემბერს ქართული კულტურული ღონისძიებით.
ისმოს მთავარი ოფისის შენობაში კულტურული საღამო გახსნა ისმოს გენერალურმა
დირექტორმა ბატონმა ფრენსის გარიმ და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა
ბატონმა შალვა ფიფიამ. მსოფლიოს 800-მდე დელეგატის წინაშე წარსდგა ქართული
ნაციონალური ბალეტი (,,სუხიშვილები”), რომელმაც შთამბეჭდავად წარმოაჩინა ქართული
ფოლკლორული ცეკვის ხელოვნება. ღონისძიება დაგვირგვინდა ქართული ღვინისა და ყველის
პროდუქტების დეგუსტაციით. საქპატენტის დელეგაცია ისმოს 2013 წლის ასამბლეის ფარგლებში მართავს ორმხრივ შეხვედრებს ისმოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან, მათ შორის: ისრაელის, ავსტრიისა და თურქეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან. აღსანიშნავია, რომ ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და ავსტრიის საპატენტო უწყებებს შორის ურთიერთ-თანამშრომლობის თაობაზე მემორანდუმის გაფორმება. |
საქპატენტის დელეგაცია შვეიცარიაში, ისმოს გენერალურ ასამბლეაზე (სექტემბერი 23 – 2 ოქტომბერი, 2013 წ.)