მიმდინარე წლის 16-18 სექტემბერს საქპატენტის დელეგაცია თავმჯდომარის, ირაკლი
ღვალაძის ხელმძღვანელობით იალტაში იმყოფება, სადაც მონაწილეობს ყოველწლიურ
საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე ,,ინტელექტულური საკუთრების აქტუალური
პრობლემები“. ღონისძიება უკრაინის ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო
სამსახურისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით იმართება.
კონფერენციაზე განიხილება ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა სფეროს აქტუალური
საკითხები გამოგონებების კომერციალიზაციის, სასაქონლო ნიშნებისა და საავტორო
უფლებების შესახებ. ღონისძიებას ესწრებიან მაღალი რანგის ოფიციალური პირები,
სხვადასხვა ქვეყნის საპატენტო უწყებების ხელმძღვანელები და ინტელექტუალური
საკუთრების უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე წამყვანი ორგანიზაციების
წარმომადგენლები. |