საქართველომ დაასრულა ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელებების „ბორჯომის“ რეგისტრაციის პროცესი, რაზედაც უკვე გაცემულია შესაბამისი მოწმობა. აშშ-ს კანომდებლობის თანახმად, „ბორჯომი“ დარეგისტრიდა საქპატენტის სახელზე როგორც სასერტიფიკაციო ნიშანი.
აქვე აღსანიშნავია რომ აშშ-ს საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყებას საქართველოს სახელზე გაცემული აქვს დამცავი დოკუმენტები 12 ქართული ღვინის დასახელებაზე: „ხვანჭკარა“, „ქინძმარაული“, „წინანდალი“, „ახაშენი“, „ყვარელი“, „მანავი“, „თელიანი“, „გურჯაანი“, „კახური“, „მუკუზანი“, „ტვიში“, „ვაზისუბანი“.
რეგისტრაციით საქართველოს სახელმწიფოს წარმოეშობა განსაკუთრებული უფლება განსაზღვროს აშშ-ს ტერიტორიაზე ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირები და აკრძალოს დასახელებების უკანონო გამოყენების ფაქტები.
იხ. რეგისტრაციის მოწმობა |