საქპატენტის დელეგაცია მიმდინარე წლის 22-24 ივლისს, თავმჯდომარის ირაკლი ღვალაძის ხელმძღვანელობით, დაესწრება ისმოს 25-ე მთავრობათაშორისი კომიტეტის სხდომას . კომიტეტი გააგრძელებს მუშაობას გენეტიკური რესურსების, ტრადიციული ცოდნისა და ფოლკლორის თაობაზე კონვენციის ტექსტის შესამუშავებლად. აღნიშნული კონვენცია იქნება პირველი საერთაშორისო ინსტრუმენტი ფოლკლორის დასაცავად, რაც საქართველოსთვის, როგორც უდიდესი ფოლკლორული მემკვიდრეობის მქონე ქვეყნისთვის, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია შეხვედრას გამართავას ისმოს გენერალურ დირექტორთან ფრენსის გარისთან. შეხვედრაზე მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებთან ერთდ განხილული იქნება ისმოს 2013 წლის გენერალურ ასამბლეაზე დაგეგმილი საქართველოს საღამოს საორგანიზაციო საკითხები. |