მიმდინარე წლის 9-10 ივლისს საქპატენტის დელეგაცია თავმჯდომარის ირაკლი ღვალაძის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით მიწვეული იყო ქალაქ მინსკში. დელეგაციამ შეხვედრები გამართა ბელარუსის ,,მაღალი ტექნოლოგიების პარკის“ გენერალურ დირექტორთან. შეხვედრებზე განხილული იყო ბელარუსის წარმატებული გამოცდილება „მაღალი ტექნოლოგიების პარკის“ დაარსებისა და ფუნქციონირების საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ ბელარუსის „ტექნო პარკი“ არის ბელარუსის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი და ამ პარკში დამზადებული IT პროდუქციის დაახლოებით 80% ექსპორტზე გადის ევროპის უმსხვილეს IT კომპანიებში. შესაბამისად, ბელარუსის გამოცდილების გაზიარება ამ სფეროში უმნიშვნელოვანესია მომავალში საქართველოში ინოვაციური საქმიანობის ხელშეწყობისა და IT სფეროს განვითარებისათვის. |