Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
საქართველოს დელეგაცია დიპლომატიურ კონფერენციაზე მარაკეშში

  

2013 წლის 17-28 ივლისს საქართველოს დელეგაცია დაესწრო დიპლომატიურ კონფერენციას მარაკეშში (მაროკო). დიპლომატიური კონფერენცია ჩატარდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით მხედევლობისა და ბეჭდვით ინფორმაციის აღქმის შესაძლებლობის დარღვევის მქონე პირებისათვის გამოქვეყნებული ნაწარმოებების ხელმისაწვდომობის გაადვილების მიზნით შეთანხმების გასაფორმებლად.

51-მა სახელმწიფომ ხელი მოაწერა შეთანხმებას და 129 შეუერთდა შეთანხმების საბოლოო აქტს, რომლის საშუალებითაც ასობით მილიონ უსინათლო, მხედველობისა და ბეჭდვითი ინფრომაციის აღქმის შესაძლებლობის დარღვევის მქონე პირებისთვის ხელმისაწვდომი გახდება წიგნები.

„ეს შეთანხმება არის გამარჯვება არა მხოლოდ უსინათლოების, მხედველობისა და ბეჭდვითი ინფრომაციის აღქმის შესაძლებლობის დარღვევის მქონე პირებისთვის, არამედ მრავალმხრივი სისტემისთვისაც. საერთაშორისო თანამეგობრობამ აჩვენა კონკრეტული პრობლემების გადაჭრის უნარი და კონსესუსის საშუალებით შეთანხმდა მის გადაწყვეტაზე. ეს არის დაბალანსებული შეთანხმება და წარმოადგენს სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მრავალფეროვანი ინტერესების ძალიან კარგ საარბიტროს,“ განაცხადა ისმო-ს გენრალურმა დირექტორმა ფრენსის გარიმ.

 

  იხ. ბმული  http://www.flickr.com/photos/wipo/sets/72157634099832789/

 


tag: