Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
საქპატენტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

 

11 ნოემბერს ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს საქპატენტსა და ილიას სხელმწიფო უნივერსიტეტს შორის.

თანამშრომლობა მიმართულია უნივერსიტეტში კვლევითი და სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობისა და განვითარებისკენ.

მემორანდუმი მოიცავს მხარეთა შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრს. დოკუმენტის თანახმად საერთო ინტერესებიდან გამომდინარე მხარეები განახორციელებენ ერთობლივ მიზნობრივ პროექტებს.

უნივერსიტეტის დაინტერესების შემთხვევაში საქპატენტი უზრუნველყოფს უნივერსიტეტის თნამშრომლებისა და სტუდენტების წვდომას საქპატენტის ბაზებში არსებულ საპატენტო ინფორმაციასთან, უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი გამოგონებების ტექნიკის დონის და სიახლის განსაზღვრას და ა. შ.

საქპატენტის დაინტერესების შემთხვევაში უნივერსიტეტი უზრუნველყოფს საქპატენტის მიერ ორგანიზებულ სემინარებში და კონფერენციებში უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტების მონაწილეობას. ასევე, უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ სტაჟირება გაიარონ საქპატენტში.

თანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებულია სხვა ერთობლივი ღონისძიებებიც.

დოკუმენტს ხელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ და საქპატენტის თავმჯდომარემ ირაკლი ღვალაძემ მოაწერეს.

 


 


tag: