Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
საქპატენტის დელეგაცია პოლონეთში

 

24-25 ოქტომბერს საქპატენტის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის ეგიდით გამართულ კონფერენციაში „MANUFUTURE 2011”, რომელიც პოლონეთში, ქალაქ ვროცლავაში ჩატარდა. კონფერენციაში მონაწილეობდა 500-მდე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი. განხილული საკითხები ძირითადად შეეხო სხვადასხვა ქვეყნების ეფექტური თანამშროლობის მოდელებს წარმოებასა და მეცნიერებას შორის, ბიზნესში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ევროკავშირის როლს სხვადასხვა ქვეყნების საინოვაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაში. მონაწილეებს საშუალება მიეცათ აღნიშნულ საკითხებში ერთმანეთისთვის გამოცდილება გაეზიარებინათ.


tag: