Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
საქპატენტის დელეგაცია მოლდოვაში

2011 წლის 25 – 26 ოქტომბერს მოლდოვაში ქ. კიშინიოვში გაიმართა ევროპის საპატენტო უწყების მიერ ორგანიზებული სემინარი თემაზე ,,პოლიტიკა ინოვაციების სფეროში და საპატენტო სისტემები” (INNOVATION POLICIES AND PATENT SYSTEMS). სემინარს ესწრებოდნენ დელეგაციები, როგორც ევროკავშირის ქვეყნებიდან, ისე ევროპის მეზობელი ქვეყნებიდან. სემინარის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა საქპატენტის დელეგაციაც.

საქპატენტის დელეგაციამ წარადგინა მოხსენება ინოვაციების ხელშეწყობის სფეროში გაწეული საქმიანობის შესახებ, სადაც ხაზგასმული იყო საქართველოში ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია. ევროპის საპატენტო უწყების წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოში ექსპერტიზის ჩატარებისა და ძიების მაღალი დონეა და ქართული გამოცდილების გაზიარება სასარგებლო იქნება სემინარში მონაწილე ქვეყნებისათვის.


tag: