Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
საქპატენტის დელეგაციის ვიზიტი ყაზახეთში

 

მიმდინარე წლის 26-28 ოქტომბერს გაიმართა საქპატენტის დელეგაციის ვიზიტი ყაზახეთში ქ. ასტანაში, საქპატენტის თავმჯდომარის ირაკლი ღვალაძის ხელმძღვანელობით. სამუშაო შეხვედრები გაიმართა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნ ქართული ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა ყაზახეთის ტერიტორიაზე. ყაზახეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს. ქართული ღვინისა და მინერალური წყლის გაყიდვებით ყაზახეთი მეორე ადგილზეა უკრაინის შემდეგ.


 


tag: