Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
ვიდეო რგოლის პრეზენტაცია

საქპატენტში საავტორო უფლებათა დაცვის შესახებ დამზადებული ვიდეო რგოლის, სახელწოდებით ,,ნუ დაარღვევ“, პრეზენტაცია შედგა.

ვიდეო რგოლი საავტორო უფლებათა დაცვის საკითხში საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად მიმართული კამპანიის ფარგლებში საქპატენტისა და საქართველოს საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის ინიციატივით დამზადდა. კლიპის საშუალებით ცნობილი ხელოვანები საზოგადოებას მოუწოდებენ არ დაარღვიონ საავტორო უფლებები. მასში ასევე განმარტებულია, რომ საავტორო უფლებების დარღვევა იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

ვიდეო რგოლის პრეზენტაციას კლიპის მონაწილეები, ცნობილი ავტორები, შემსრულებლები, საერთაშორისო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. საზოგადოებას სიტყვით საქპატენტის თავმჯდომარემ ირაკლი ღვალაძემ და საქართველოს საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის თავმჯდომარემ გიგა კობალაძემ მიმართეს.


tag: