Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
საქართველოში ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრის ბიზნეს გეგმის განსახილველი სამუშაო შეხვედრა

 

2011 წლის 12 და 13 ოქტომბერს საქპატენტმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) თანამშრომლობით, ბიზნეს გეგმის განსახილველად სიღნაღში სამუშაო შეხვედრა ჩაატარა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბიზნესის, სამეცნიერო წრეებისა და მთავრობის წარმომადგენლები. ეს არის ტექნოლოგიების გადაცემისა და ინოვაციის ეროვნული სისტემის შემუშავების პროცესის ნაწილი. საქპატენტმა, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ქართული ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ხელშესაწყობად ქმედითი ნაბიჯების გადადგმის ინიციატივა აიღო.

საქართველოს ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრი მუშაობას დაიწყებს 2012 წ. 1 იანვრიდან და გააერთიანებს ქართულ საწარმოებს, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს, ტექნოლოგიისა და ინოვაციის ექსპერტებს ტექნოლოგიების გადაცემასა და ინოვაციასთან დაკავშირებული თანამშრომლობისა და ევროპაში პარტნიორებთან კონტაქტების დამყარების მიზნით.

ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრის მიზანია ინოვაციების შესახებ ცოდნის ქსელის შექმნა, რომელიც დაკავშირებული იქნება ევროპის მსგავს ქსელებთან. საქართველოს ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრის პირველი საჯარო აქტივობა იქნება “Inno Georgia”-ს პროექტი, რომელიც ინოვაციურ პროექტებში ქართულ კომპანიებსა და გამომგონებლებს ჩართავს.



tag: