Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
საჯარო შეხვედრა ევროპის სახლში

11 ოქტომბერს ევროპის სახლში საჯარო შეხვედრა გაიმართა, რომელიც საქართველოში საავტორო უფლებების დაცვისა და აღსრულების საკითხებს მიეძღვნა. შეხვედრა ორგანიზებული იყო GEPLAC – ის, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტისა” და საქართველოს საავტორო ასოციაციის მიერ.

საჯარო შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მონაწილეებისთვის საქართველოში საავტორო უფლებების დაცვასა და აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გაცნობა, ასევე სამთავრობო სტრუქტურებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ავტორებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შორის დიალოგის გამართვისთვის ხელის შეწყობა.

მონაწილეებს საშუალება ქონდათ ემსჯელათ საავტორო უფლებების დაცვის მექანიზმებზე, დაესვათ კითხვები და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობის, კერძო კომპანიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები.



tag: