Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
სტივენ პოლ ჯობსი

სტივენ პოლ ჯობსი (ინგლ. Steven Paul Jobs 24.02.1955-05.10.2011). ამერიკელი ბიზნესმენი და გამომგონებელი. კორპორაცია Apple-ის თანადამფუძნებელი და უფროსი აღმასრულებელი დირექტორი.

 

ბიზნესმენი:

სტივენ ჯობსმა მიატოვა კოლეჯში სწავლა ჩათვალა რა, რომ კოლეჯი ვერ უზრუნველყოფდა მისი მისწრაფებების მიღწევას და  ვერ დაეხმარებოდა იმის გარკვევაში თუ რისი კეთება უნდოდა სამომავლოდ, თუმცა იგი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ Macintosh-ის წარმატებულობის ერთ-ერთი მიზეზი იყო კოლეჯში მის მიერ შესწავლილი გრაფიკული კალიგრაფიის კურსის გავლა.

ცნობილი ფაქტია, რომ ამ პერიოდში ჯობსს უკიდურესად უჭირდა ფინანსურად, მაგლითად კვირაობით მას უწევდა ფეხით 15 კილომეტრიანი მანძილის გავლა რათა უფასო კვება მიეღო ერთ-ერთ ადგილობრივ ეკლესიაში.

მისი პირველი სამსახური დაკავშირებული იყო კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან, კერძოდ კომპიუტერული თამაშების ცნობილ მწარმოებელ კომპანია Atari-ში ის ტექნიკოსის პოზიციაზე მუშაობდა.

1975 წელს ჯობსი იმყოფებოდა ინდოეთში და იქიდან დაბრუნდა, როგორც ბუდისტი. ამ დროშვე იგი მოიხმარდა გარკვეულ ფსიქოდელიურ პრეპარატებს.

1976 წელს სტივ ჯობსი მეგობრებთან ერთად აარსებს კომპანია Apple-ს (რისთვისაც მას მოუწია გაეყიდა თავისი მანქანა, ხოლო მის კომპანიონს Hewlett-Packard-ის კალკულატორი), მათი მიზანი იყო შეექმნათ პესონალური კომპიუტერი. ერთობლივი მრავალწლიანი მუშაობის შედეგია იმ დროის  ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერსონალური კომპიუტერების ვერსია Apple II.

1980 წელი ჯობსი იყო ერთ-ერთი პირველთაგანი რომელმაც დაინახა კომერციული პოტენციალი მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისის კომპუტერული თაგვით მართვაში, რამაც საბოლოოდ კომპანია მიიყვანა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და ცნობილ კომპიუტერულ პრუდუქტის Macintosh-ის შექმნამდე.

1984 წელს კომპანია Apple-ის დრექტორთა საბჭოში მმართველი პოსტისთვის ბრძოლის წაგების შედეგად, იგი განთავისუფლებულ იქნა მისივი დაარსებული კომპანიიდან, რის შედაგაც ჯობსი ქმნის კომპანიას NeXT.  კომპანია აწარმოებდა  ბიზნესისა და სასაწავლო დაწესებეულებათა კომპიუტერულ პლატფორმებს.

1996 წელს Apple-მა შეიძინა NeXT-ი (429 მილიონ დოლარად), ხოლო ჯობსი დაბრუნდა Apple-ში და 1997 წლიდან 2011 წლის ჩათვლით იმყოფებოდა Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე.

ამავდროულად სტივენ ჯობსი თავისი კარიერის ადრეულ წლებში იკავებდა მსოფლიოში ცნობილი კომპანია Pixar Animation Studios უფროსი აღმასრულებელი დირექტორის პოსტს;  2006 წელს, როცა The Walt Disney Company-იმ შეიძინა Pixar-ი, სტივენ ჯობსი გახდა Disney-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს წევრი (მულტიპლიკაციურ ფილმ „Toy Story“-ში იგი მითითებულ იყო როგორც აღმასრულებელი პროდიუსერი).

2005 წელს კომპანია Disney-მ იყიდა Pixar Animation Studios 7,4 მილიადრდ დოლარად, შედეგად სტივენ ჯობსი გახდა The Walt Disney Company-ს ყველაზე მსხვილი აქციონერი (აქციათა 7%-ს მფლობელი).

2011 წლის 24 აგვიტოს სტივ ჯობსმა განაცხადა Apple-ის აღმასრულებელ დირექტორის პოსტიდან წასვლის შესახებ, ხოლო 43 დღის მოგვინებით იგი გარდაიცვალა კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოთი.

სტივენ ჯობსის მიერ 24 აგვისტოს აღმასრულებელი დირექტორის პოსტის დატოვებიდან მეორე დღეს კომპანიის აქციების ღირებულებამ საფონდო ბირჟებზე  5%-ით დაიკლო.

სტივენ ჯობსი როგორც კომპნია Apple-ს აღმასრულებელი დირექტორი ღებულობდა 1$-ს წელიწდში, სამაგიეროდ იგი ფლობდა კომპანიის 5,426 მილიონ აქციას, ასევე Disney-ის 138 მილიონ აქციას (ჯამში დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები).

 

გამომგონებელი და დიზაინერი:

სტივენ ჯობსის მუშაობა Apple-ში ხასიათდება პროდუქციის ფუნქციონალურობისა და დიზაინის ანუ პროდუქტის ესთეტიური მხარის სამაგალითო შეზავებით. ჯობსის ხედვით პროდუქციის მოსახერხებლობის ერთ-ერთ მთავარ ატრიბუტად მიიჩნეოდა პროდუქტის გარეგნული მხარე (მიუხედავად პროდუქციის ფუნქციური და ტექნიკური მახასიათებლებისა);  პროდუქტის ფუნქციონალური მხარეზე ექსკლუზივს იძლევა პატენტი, ხოლო პროდუქტის ესთეტიურ მხარზე ექსკლუზივს იძლევა პროდუქტის დიზაინი, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთი ობიექტია. ჯამში ამ მიდგომამ უზრუნველყო კომპანიის უპრეცენდენტო წარმატება.

სტივენ ჯობსი ითვლება თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს გამომგონებლად და ნოვატორად. მისმა ინოვაციურმა იდეებმა შეცვალეს კომპიუტერის პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფის ინდუსტრია, როგორც ფუნციონალური კომფორტულობის, ასევე დიზაინერული დახვეწილობისა და მომავალზე გათვლილი ტენდენციებით.

სტივენ ჯობსის ხელმძღვანელობით Apple-მა შეცვალა ადამიანების მიდგომა კომპიუტერისადმი, გიგანტური, მოუხერხებელი, გაურკვეველი მოწყობილობიდან - მოსახერხებელ, ელეგანტურ და დახვეწილი დიზაინის მქონე მოწყობილობებამდე. მაგალითად მან თავიდან შემოგვთავაზა და დანერგა ინტერფეისისა და კომპიუტერული თაგვის ტექნოლოგიები და აქცია ისინი საყოველთაოდ მიღებულ სტანდარტად.

თავად სტივენ ჯობსი მითითებულია როგორც, აშშ-ში 300-ზე მეტი დაპატენტებული გამოგონების  გამომგონებელი ან თანაგამომგონებელი. გამოგონებათა სფერო არ შემოიფარგლება მხოლოდ პორტატული მოწყობილობებით, კომპიუტერული, სენსორული და სამომხმარებლო ინტერფეისების ტექნოლოგიებით, არამედ გამოგონებათ სფეროში შედის ასევე - კლავიატურები, ადაპტორები, კიბეები, შესაკრავები, დინამიკები, სახელოები, ღვედები და აშ.

თვალსაჩინო სტატისტიკაა, რომ მხოლოდ 2010 წლს კომპანია Apple-ს სახელზე გაცემულ იქნა 600-ამდე პატენტი.

ზემოაღნიშნული წარმატებული და ინოვატორული მუშაობის შედეგად, კომპანია Apple-ის ბრენდი  (მათ შორის ცნობილი მოკბეჩილი ვაშლის გამოსახულება) დღესდღეობით არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასაქონლო ნიშანი, რომლის ფასი მილიარდობით დოლარით განისაზღვრება.

საყოველთაოდ ცნობილი პრუქტების დასახელებათა მოკლე ჩამონათვალი, რომელთა საპატენტო სიგელებში სტივენ ჯობსი მითთებულია როგორც გამომგონებლი ანდა თანაგამომგონებელი:

·         Aplle III (კომპიუტერი)

·         iMac G3

·         USB Mouse

·         iPod

·         PowerMac G3

·         iMac G4

·         iPod GUI

·         შუშის კიბეები

·        

·         iPhone OS / iOS

·         კვების წყაროს ადაპტერი

·         Magic Mouse“ (multi-touch)

·         iPod Shuffle

·         iPhone 4

·         iPad

 

              

აშშ პრეზიდენტმა ობამამ სტივენ ჯობსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში მას უწოდა ამერიკული საგამომგონებლო სულის განსახიერება.

სტივენ ჯობსი დაჯილოდევებულია აშშ-ის ნაციონალური მედლით ტექნოლოგიათა დარგში.

ჯეფერსონის პრემიით.

ჟორნალ Fortune-ის მიხედვით 2007 წლეს იგი აღიარებულია ყველაზე გავლენიანი ადამიანად ბიზნესის სფეროში.

იგი შეყვანილია კალიფორნიის დიდების მუზეუმში.

2010 წელს ჟურნალმა Financial Times სტივენ ჯობსი აღიარა წლის ადამიანად.

 


tag: