Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
შეთანხმება საქპატენტსა და ისმო – ს შორის

 

 

30 სექტემბერს ჟენევაში საქპატენტსა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას (ისმო) შორის ორ შეთანხმებას მოეწერა ხელი: ტექნოლოგიისა და ინოვაციის ხელშეწყობის ცენტრების (TISC) ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით თანამშრომლობის შესახებ და ისმო - ს სამრეწველო საკუთრების ავტომატიზების სისტემის (IPAS) შესახებ.

შეთანხმებას ხელი საქპატენტის თავმჯდომარემ ირაკლი ღვალაძემ და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ფრენსის გარიმ მოაწერეს.

საქპატენტის დელეგაცია შვეიცარიაში ისმო–ს წევრი სახელმწიფოების 49-ე გენერალური ასამბლეის მუშაობაში იღებს მონაწილეობას, რომელიც 26 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით იმართება.

 


tag: