Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
საქართველო ისმოს რეგიონული ჯგუფის კოორდინატორი გახდა

28 სექტემბერს, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციიის (ისმო) წევრი სახელმწიფოების 49-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა ისმო-ს რეგიონული ჯგუფის სხდომა, რომლის დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო კოორდინატორის არჩევა.

წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს არჩევას რეგიონული ჯგუფის კოორდინატორად. ჯგუფი შედგება კავკასიის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისაგან, რომელშიც შედიან სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, ყირგიზეთი, ყაზახეთი, რუსეთის ფედერაცია, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა და უზბეკეთი.

საქართველო პირველად იქნა არჩეული ისმოს რეგიონული ჯგუფის კოორდინატორის სტატუსით.


tag: