Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება დანიის და ისრაელის საპატენტო უწყებებთან

 

26 სექტემბერს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) წევრი სახელმწიფოების 49-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში ჟენევაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქპატენტის თავმჯდომარემ ირაკლი ღვალაძემ და დანიის პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების უწყების დირექტორმა ჯესპერ კონგსტადმა გაეროში დანიის მუდმივი წარმომადგენლობის ოფისში ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს.

28 სექტემბერს ჟენევაში ასევე ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ისრაელის საპატენტო უწყებასთან. დოკუმენტს ხელი საქპატენტის თავმჯდომარემ ირაკლი ღვალაძემ და ისრაელის საპატენტო უწყების კომისარმა ასა კლინგმა მოაწერეს.

აღნიშნული მემორანდუმები გულისხმობს საპატენტო უწყებებს შორის თანამშრომლობას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში სამართლებრივი დაცვის სისტემის განვითარებისა და უზრუნველყოფის მიზნით, ასევე ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას უწყებებს შორის.

  

 


tag: