Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
სამუშაო შეხვედრა საქპატენტის, უმაღლესი სასწავლებლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის

 

13-15 სექტემბერს შერატონ მეტეხი პალასში საქპატენტის და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) ორგანიზებით ტექნოლოგიისა და ინოვაციის ხელშეწყობის ცენტრების ჩამოყალიბების პროექტის ფარგლებში ეროვნული სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა საქპატენტის თანამშრომლების, უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებისა და ბიზნეს სექტორისთვის ჩატარდა. პრეზენტაციები საქპატენტის ხელმძღვანელმა პირებმა და მოწვეულმა უცხოელმა სპეციალისტებმა წარმოადგინეს. სამი დღის განმავლობაში განხილული იქნა რამდენიმე აქტუალური საკითხი, მათ შორის: საპატენტო განაცხადის შეტანისა და პატენტის გაცემის პროცედურები საქართველოში, ეროვნული გეგმა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ინოვაციური საქმიანობის ხელშესაწყობად საქართველოში, საპატენტო ინფორმაციის როლი ინოვაციის ხელშეწყობაში და ა. შ. სამუშაო შეხვედრის მესამე დღეს სემინარის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.



tag: