Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
გაფრთხილება იურიდიული პირების მიერ შემოთავაზებულ უკანონო მომსახურებაზე

საქპატენტმა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისაგან (ისმო) მიიღო შეტყობინება კომპანიების საქმიანობის შესახებ, რომლებიც სთავაზობენ ყალბ მომსახურებას ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრიაციზე, სარეკლამო მომსახურებასა და წახალისებებზე გამომგონებლებს, დიზაინერებსა და ბიზნესმენებს. დაუზუსტებელი ორგანიზაციების სამიზნე იყო ისმოს საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების (PCT) პროცედურით შეტანილი საერთაშორისო საპატენტო განაცხადები და ისმოს სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის მადრიდის სისტემის მომხმარებლები.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტი” გირჩევთ, რომ სიფრთხილე გამოიჩინოთ უცნობი ორგანიზაციებიდან მიღებული წერილების მიმართ, სადაც მოითხოვება უნებართვო მომსახურებებისათვის საფასურის გადახდა. იმ შემთხვევებში, როდესაც კორესპონდენციის დამაჯერებლობა საეჭვოა, გაიარეთ კონსულტაცია პატენტრწმუნებულთან ან დაგვიკავშირდით: info@sakpatenti.org.ge, ტელ: 2 91 71 80 .

დაწვრილებითი ინფორმაცია და ყალბი ანგარიშ-ფაქტურების ნიმუშები ხელმისაწვდომია ისმო-ს ვებ-გვერდზე: http://www.wipo.int/pct/en/warning/pct_warning.htm


tag: