Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
საქპატენტის განცხადება

საქპატენტისთვის ცნობილი გახდა, რომ ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის სტანდარტების, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო სამმართველოს ინტელექტუალური საკუთრების განყოფილებამ ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის სახელით დაიწყო სასაქონლო ნიშნებზე ოფიციალური დამცავი დოკუმენტების გაცემა და სასაქონლო ნიშნების რეესტრის წარმოება.

ჩვენს მიერ მოპოვებულ იქნა ამ უწყების მიერ გაცემული დოკუმენტის ასლი, რომელსაც ხელს აწერს ზემოთხსენებული თვიმარქვია უწყების ხელმძღვანელი ვინმე ჭითანავა.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ერთადერთი უწყება, რომელიც გასცემს დამცავ დოკუმენტებს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე არის სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“. შესაბამისად, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის სტანდარტების, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო სამმართველოს საქმიანობა არის უკანონო და მის მიერ გამოცემული ნებისმიერი აქტი არარად ითვლება და სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს.

ამრიგად, მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, თავი შეიკავონ უკანონო ქმედებებისაგან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

იხ. დოკუმენტის ასლი

 


tag: