Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
ტრეინინგი კომპიუტერული გამოგონებების თემაზე
  

27-29 ივლისს  ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტის” თანამშრომლებსა და პატენტრწმუნებულებისათვის ევროპის საპატენტო უწყების ექსპერტმა მაიკლ დე სმეტმა ჩაატარა ტრეინინგი თემაზე კომპიუტერული გამოგონებები და მათი ექსპერტიზა. ქართველ ექსპერტებსა და პატენტრწმუნებულებს მიეცათ საშუალება გაეზიარებინათ ევროპული გამოცდილება აღნიშნულ საკითხზე.
ექსპერტი მაიკლ დე სმეტი საქპატენტს ევროპის საპატენტო უწყებასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ეწვია, რომელიც ითვალისწინებს სასწავლო-საგანმანათლებლო საქმიანობას და საქპატენტის თანამშრომლების, პატენტრწმუნებულების და დაინტერესებული უწყებების წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლებას.

 

                                                                           


tag: