Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
„ხმა აიმაღლე მუსიკისთვის“ - მუსიკალური ნაწარმოების შექმნაზე კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა



ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღისადმი (26 აპრილი) მიძღვნილი მუსიკალური ნაწარმოების „ხმა აიმაღლე მუსიკისთვის“ შესარჩევი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით გამარჯვებულად გამოცხადდა მამუკა ბეგაშვილის ნაწარმოები.

კონკურსში გამარჯვებულისთვის საქპატენტისა და საავტორო უფლებების ასოციაციის მიერ, ერთობლივად დაწესებულია ჯილდო 1000 (ათასი) ლარი და მობილური ტელეფონი (სმარტფონი). კონკურსში გამარჯვებული მუსიკალური ნაწარმოები ჩაიწერება სტუდია „ბრავო რექორდსში“ და გამოიცემა CD-დისკზე, ასევე მუსიკალურ ნაწარმოებზე შეიქმნება ვიდეო რგოლი.


tag: