Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
„მულტიკლიმატიზატორის“ პროექტზე საქპატენტმა წინასწარი ძიება ჩაატარა

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულებმა, დღეს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ ექსპერტებს თავის გამოგონება „მულტიკლიმატიზატორი“ წარუდგინეს. მე-10 კლასის მოსწავლეების ირაკლი კაპანაძის და კარლო ხუციშვილის მოწყობილობას წინასწარ ძიება საქპატენტმა ჩაუტარა, რის საფუძველზეც შეფასდა გამოგონების სიახლე. ახალციხელი მოსწავლეები „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ მიერ ორგანიზებული კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ და 9-10 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში, NASA-ს კენედის კოსმოსურ ცენტრში, ყოველწლიური ინოვაციების სამიტში მიიღებენ მონაწილეობას.

„მულტიკლიმატიზატორის“ შექმნის იდეა მოსწავლეებს, კახეთში მოსული სეტყვის შემდეგ გაუჩნდათ. მოწყობილობა ფერმერებს მოსავლის გადარჩენაში უნდა დაეხმაროს.


tag: