Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
სიახლეები



  

მიმდინარე წლის 2 სექტემბერს, 12 საათზე, საქპატენტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ საქპატენტში პატენტრწმუნებულებთან რიგით მეორე შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 4 საკითხი: გამოგონებების დეპარტამენტის საქმიანობის პროცედურული საკითხები; საკონსულტაციო საბჭოს ჩამოყალიბება; საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნა; სამეცნიერო ჟურნალის შინაარსის და თემატიკის განსაზღვრა ...
 


პატენტრწმუნებულთა საყურადღბოდ!

გაცნობებთ, რომ 2014 წლის 31 ივლისს 14 საათზე საქართველოს ინეტელქტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ ახალი თავმჯდომარე გამართავს შეხვედრას ყველა მოქმედ პატენტრწმუნებულთან.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მოგვმართოთ:

ელ-ფოსტა: info@sakpatenti.org.ge
ტელ:. 2 91 71 68

Новая страница 5

  საქართველოს პრემიერ-მინისტრის 23.07.14 წლის N242 ბრძანებით საჯარო სამართლის

  იურიდიული პირის - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის

  „საქპატენტი“ თავმჯდომარედ დაინიშნა ნიკოლოზ გოგილიძე.

                                                                               სრულად

 


  

მიმდინარე წლის 24-25 ივნისს საქპატენტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გაიმართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საპატენტო სამსახურის თავმჯდომარესა და ამავე უწყების ხელმძღვანელ პირებთან, ასევე ჩინეთის მრეწველობისა და ვაჭრობის ვიცე-მინისტრთან და სასაქონლო ნიშნების უწყების წარმომადგენლებთან ...

Новая страница 1

23 ივნისს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ საქპატენტსა და კომპიუტერული თამაშების ასოციაციას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი საქპატენტის თავმჯდომარემ ირაკლი ღვალაძემ და კომპიუტერული თამაშების ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ქოქრაშვილმა მოაწერეს ...

17 ივნისს ბერლინში ევროპელ გამომგონებელთა დაჯილდოების ცერემონია - 2014 გაიმართება. ღონისძიებაზე დასასწრებად სპეციალური მიწვევით გაემგზავრა საქპატენტის თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე. ევროპელ გამომგონებელთა დაჯილდოების ღონისძიება წელს უკვე მეცხრედ ტარდება და ის ყოველწლიურად მსოფლიოს წამყვან ინოვატორებს აერთიანებს ...

Новая страница 1

მიმდინარე წლის 5 ივნისს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ “საქპატენტში”USAID-ის პროგრამა ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივისა (EPI) და საქპატენტის ორგანიზებით მასმედიის წარმომადგენლებთან ინფორმაციული ხასიათის შეხვედრა გაიმართა. ამ ღონისძიებაში მონაწილე საინფორმაციო სააგენტოების, ბეჭდური მედიის, რადიო და ტელემაუწყებლობის ჟურნალისტებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია საქპატენტის საქმიანობის შესახებ, რომლის მთავარი ფუნქციაა ინტელექტუალური საკუთრების დაცვა საქართველოში ...

საქპატენტის დელეგაცია, თავმჯდომარის ირაკლი ღვალაძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობას იღებს ასტანის VII ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც 21-23 მაისს იმართება. განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების გაყალბებისაგან დაცვა და ადგილწარმოშობის დასახელებების უკანონო გამოყენებისა და ფალსიფიცირებული პროდუქციის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის აცილება ... 

პატენტრწმუნებულთა საატესტაციო კომისიამ განიხილა ატესტაციაში მონაწილე პირთა ტესტები და ტესტირებაზე გამოცხადებულ პირთათვის მინიჭებული სარეგისტრაციო ნომრების მიხედვით აქვეყნებს შედეგებს ...




Новая страница 3

IT ინკუბატორი ეს არის სამუშაო სივრცე, უახლესი ტექნიკური აღჭურვილობითა და უწყვეტი ინტერნეტით. საქპატენტმა ყველა პირობა შეუქმნა ახალგაზრდა ინოვატორებს განვითარებისა და წარმატების მისაღწევად. IT ინკუბატორი დამწყებ პროგრამისტებს ახალი პროგრამების შექმნასა და განვითარებაში ეხმარება ...

3-5 მაისს თბილისში ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა VIII საერთაშორისო ოლიმპიადა გაიმართება. ოლიმპიადაზე წარმოდგენილი იქნება 36 ქვეყნის 120 გამოგონება, ხოლო გამარჯვებულები 5 მაისს დაჯილდოვდებიან. IYIPO (International Young Inventors Project Olympiad) ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადა საქართველოში 2005 წლიდან ტარდება ...


  

საქპატენტისა და ამერიკის საელჩოს ორგანიზებით სამეფო უბნის თეატრში ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ, აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, საქპატენტის თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე და კინემატოგრაფიის სფეროში მოღვაწე ცნობილი ადამიანები ...

 

ყოველი წლის 26 აპრილს აღვნიშნავთ მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების დღეს, როგორც შესაძლებლობას განვიხილოთ ინტელექტუალური საკუთრების როლი ინოვაციასა და შემოქმედებაში. წელს, ჩვენი თემატიკაა: „კინო - საყოველთაო აღტაცება“.
ფილმები ყოველთვის იპყრობდა ფართო აუდიტორიის ყურადღებას პირველი მუნჯი ფილმებიდან დაწყებული, რომლებსაც მსოფლიოში ყველგან უყურებდნენ აღტაცებითა და სიყვარულით. ამ ბოლო ხანებში, ჩვენ არა მხოლოდ გლობალური აუდიტორიის, არამედ გლობალური წარმოების ზრდისა მომსწრენიც გავხდით. მაშინ როცა ჰოლივუდი ოდესღაც იყო დომინანტი მოთამაშე, ახლა უკვე ვხვდებით ფილმის მზარდ ინდუსტრიებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბოლივუდი - ინდოეთში, ნოლივუდი - ნიგერიაში, ან სკანდინავიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ჩინეთსა თუ აზიის სხვა ქვეყნებში. ასე რომ, კინო მართლაც რომ საყოველთაო აღტაცების წყაროა ...
 
 

საქპატენტის დელეგაცია თავმჯდომარის ირაკლი ღვალაძის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. დელეგაციამ შეხვედრები გამართა სომხეთის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების უწყებაში. შეხვედრაზე განხილულ იქნა ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების სომხეთში რეგისტრაციის საკითხები ...


  

მიმდინარე წლის 3 აპრილს საქპატენტს რუსთავის საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები ესტუმრნენ. მოსწავლეებმა მოისმინეს ლექციები ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებით, კერძოდ სასაქონლო ნიშნების, გამოგონებების და საავტორო უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი საკითხები ...


  

მიმდინარე წლის 2 აპრილს საქპატენტს ესტუმრა ბელორუსიის რესპუბლიკის მეწარმეთა ასოციაციის დელეგაცია. გაიმართა შეხვედრა საქპატენტის თავმჯდომარესთან ბატონ ირაკლი ღვალაძესთან, შეხვედრაზე განხილულ იქნა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები ...

პატენტრწმუნებულთა ატესტაცია ჩატარდება 2014 წლის 17 მაისს, 10 საათზე, ქ. მცხეთაში, ანტიოქიის ქ. №5 (საქპატენტის ოფისში). ატესტაციაში მონაწილეობის მსურველ პირთა საბუთების მიღება ხდება საქპატენტში 2014 წლის 15 აპრილის ჩათვლით.

საქპატენტის დელეგაცია თავმჯდომარის ირაკლი ღვალაძის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. დელეგაციამ შეხვედრები გამართა ყირგიზეთის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელთან მარატ ნაზარბეკოვთან ...

 
10-11 მარტს თბილისში, საქპატენტისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ორგანიზებით ინოვაციების კომერციალიზაციის თემაზე რეგიონული კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართველმა გამომგონებლებმა, ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ...


<< Back 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20  Next >> 
tag: