ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისათვის (ისმო)
ცნობილი გახდა, რომ ორგანიზაცია სახელად „ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ოფისი“
(World Intelligent Property Office) აგზავნის წერილებს საერთაშორისო ნიშნების
მფლობელებთან და მათ წარმომადგენლებთან, ნიშნების რეგისტრაციის/პუბლიკაციის
მოსაკრებლის გადახდის მოთხოვნით ... |
|

ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის ხელშეწყობის და განვითარების მიზნით, რეგისტრაციაზე საფასურები შემცირდა. საქართველოს მთავრობის დადგენილების (#688 თარიღით 2014/19/12) ძალაში შესვლიდან, რეგისტრაციის მსურველს 330 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) ნაცვლად - 60 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) გადახდა უწევს, ერთი ქმედების საფასური კი საერთოდ გაუქმდა ... |

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი “საქპატენტი”, გამომგონებელთა გააქტიურებას ელის. ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება (#688 თარიღით 2014/19/12) რომლის მიხედვით, დამოუკიდებელ განმცხადებელ გამომგონებლებსა და დიზაინერებზე არსებული 70% -იანი შეღავათი დღეიდან, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მიერ გადასახდელ საფასურებზეც დაწესდა ... |
საქართველოს მთავრობის დადგენილება №688 2014 წლის 19 დეკემბერი ქ.თბილისი
„ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ... |
|
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - “საქპატენტის” ექსპერტებს, 2015 წელს, საშუალება მიეცემათ ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ სასაქონლო ნიშნების დაცვის განსხვავებულ სისტემას გაეცნონ. ამ საკითხზე შეთანხმება შედგა აშშ-ს საპატენტო და სასაქონლო ნიშნის ოფისისა (USPTO) და საქპატენტის წარმომადგენლებს შორის ... |
PLUTO - ახალი ბაზა, რომელიც მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კავშირმა წარადგინა, ხელს შეუწყობს UPOV-ის წევრ სახელმწიფოებს ცენტრალიზირებულად მოახდინონ მონაცემების განთავსება და UPOV-ის კოდის მეშვეობით გაუადვილდეთ მცენარეთა ახალ ჯიშებზე ინფორმაციის მოძიება ... |

ამა წლის 6 დეკემბერს, ექსპო - ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში, გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებული ნორჩ გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი 2014“ დაჯილდოების ცერემონია ... |


2014 წლის 27-30 ნოემბერს საქპატენტს სამუშაო ვიზიტით ეწვია ევროპის საპატენტო უწყების დელეგაცია ევროპული და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორის ფრანსუა-რეჟი ჰანარტის ხელმძღვანელობით ... |
საქპატენტი გამოსცემს განახლებულ ჟურნალს „IP საქართველო“, რომელიც მოიცავს საქპატენტის სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის „ინტელექტუალური საკუთრებისა“ და პერიოდული გამოცემის „IP საქართველოს“ რუბრიკებს ... |


24 ნოემბერს საქპატენტს ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და
სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი რიჩარდ ნორლანდი. |
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ ,,საქპატენტსა” და ,,საერთაშორისო სავაჭრო პალატა - საქართველოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2014 წლის 19 ნოემბერს, საქპატენტში მოეწყო სემინარი ინტელექტუალური საკუთრების თემაზე, სადაც მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სავაჭროპალატის საქართველოს ახალგაზრდული ფრთის (ICC Georgia Youth) წევრებმა ICC საქართველოს პარტნიორი ორგანიზაციებიდან ...


მიმდინარე წლის 11 ნოემბერს საქპატენტმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა. შეხვედრა მოეწყო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ბიზნეს-კლუბის წარმომადგენლების ინიციატივით, რომლებიც დაინტერესდნენ საქპატენტის საქმიანობით და სურვილი გამოთქვეს გაცნობოდნენ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მექანიზმებსა და საქპატენტის მუშაობის სპეციფიკას ... |

27-31 ოქტომბერს, საქპატენტის დელეგაციამ, თავმჯდომარის მრჩევლის დავით გაბუნიასა და საერთაშორისო ურთიერთობათა და პროექტების მართვის სამმართველოს უფროსის ანი გობეჩიას შემადგენლობით, მონაწილეობა მიიღო ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვის ლისაბონის სისტემის განვითარების სამუშაო ჯგუფის მეათე სხდომისა და ადგილწარმოშობის დასახელებების და გეოგრაფიული აღნიშვნების ლისაბონის გადასინჯული შეთანხმების მისაღებად დიპლომატიური კონფერენციის მოწვევის მოსამზადებელი კომიტეტის მუშაობაში ... |


მიმდინარე წლის 8 – 9 ოქტომბერს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ ორგანიზებით, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია - „გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა: იურიდიული ასპექტები და ბრენდინგის სტრატეგიები“ ... |


7 ოქტომბერს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ ,,საქპატენტსა“
და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
გაფორმდა ... |


4 ოქტომბერს, ვაკის პარკში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და თბილისის მერიის თანაორგანიზებით, ჩატარდა „სამეცნიერო პიკნიკი 2014“, სადაც საქპატენტმა მიიღო მონაწილეობა ... |


საქპატენტის დელეგაციამ თავმჯდომარის ნიკოლოზ გოგილიძის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) წევრი სახელმწიფოების 54-ე ასამბლეის (22 - 30 სექტემბერი) მუშაობაში ... |

18 სექტემბერს საქპატენტს სპეციალური მოწვევით გერმანელი მოსამართლე, სამართლის დოქტორი იან თოლკმიტი ესტუმრა. გერმანელმა მოსამართლემ საქპატენტის თანამშრომლებისთვის მოხსენება გააკეთა სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური საფუძვლების თემაზე, პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით, განიხილა გერმანიის უზენაესი სასამართლოსა და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებები ... |
ა.წ. 9 სექტემბერს საქპატენტის თავმჯდომარე ნიკოლოზ
გოგილიძე სამუშაო ვიზიტით ქ. პრაღაში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო ჩეხეთის
რესპუბლიკის სამრეწველო საკუთრების უწყების დაარსების 95-ე წლისთავისადმი მიძღვნილ
საერთაშორისო კონფერენციაში ,,სამრეწველო საკუთრების უფლებების დაცვა ევროპაში’’...
|