Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
სიახლეები


ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღისადმი (26 აპრილი) მიძღვნილი მუსიკალური ნაწარმოების „ხმა აიმაღლე მუსიკისთვის“ შესარჩევი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით გამარჯვებულად გამოცხადდა მამუკა ბეგაშვილის ნაწარმოები. ...

„ხმა აიმაღლე მუსიკისთვის“ - ამ სლოგანით აღინიშნება წელს 26 აპრილს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღის წლევანდელ თემასთან დაკავშირებით აგრძელებს კამპანიას, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ბრძოლა მეკობრეობისა და საავტორო უფლებების დარღვევების წინააღმდეგ. ...

7 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენრს საქპატენტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და საქპატენტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ. ...

Picture


ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღისადმი (26 აპრილი) მიძღვნილი მუსიკალური ნაწარმოების -,,ხმააიმაღლე მუსიკისთვის” (Get Up, Stand up. For Music) შექმნის თაობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ

„ხმა აიმაღლე მუსიკისთვის“ - ამ სლოგანით აღინიშნება წელს 26 აპრილს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“, ...

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულებმა, დღეს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ ექსპერტებს თავის გამოგონება „მულტიკლიმატიზატორი“ წარუდგინეს. ...

ინტერნეტ სივრცეში საავტორო უფლებების დარღვევა იქნება ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა. საქპატენტის სათაო ოფისში დღეს გამართულ საბჭოს პირველ სხდომაზე განისაზღვრა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის აღნიშნული სფეროს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ინტერნეტ სერვის პროვაიდერებთან დაკავშირებით. ...

"ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებზე და ვხედავთ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია” - განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ს ვაჭრობის მინისტრის მეორე მოადგილემ მეთიუ მარიმ, საქპატენტში 12 მარტს (2015წ.) ვიზიტის დროს. ვრცელი კომენტარი ჟურნალისტებთან აშშ-ს სავაჭრო მისიის ხელმძღვანელმა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის წინ გააკეთა ...

ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრის შექმნა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ეროვნული სტრატეგიის შემუშავება, საინოვაციო საქმიანობის ხელშეწყობა და ადგილწარმოშობის დასახელებების და გეოგრაფიული აღნიშვნების კონტროლის სისტემის დანერგვის საკითხები განიხილეს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა დავით სუჯაშვილმა ...

ესტონეთის ინტელექტუალური საკუთრების და ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრი საქართველოს სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის განვითარებაში დაეხმარება. ცენტრის ხელმძღვანელს მარიუს კუნინგასსა და საქპატენტის თავმჯდომარეს შორის შეხვედრა ესტონეთში, 5 მარტს (2015წ.) ნიკოლოზ გოგილიძის სამუშაო ვიზიტის დროს შედგა. უახლოეს მომავალში საიონოვაციო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ერთობლივი პროექტების განხორციელება დაიწყება ...

ლატვიის საპატენტო უწყების ორგანიზებით, ქალაქ რიგაში გამართულ კონფერენციაში „ინტელექტუალური საკუთრება და მის ფარგლებს გარეთ“ , საქპატენტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ მიიღო მონაწილეობა ...

შვიდ ქართულ ადგილწარმოშობის დასახელებაზე ყირგიზეთის საპატენტო უწყებამ სარეგისტრაციო მოწმობა გასცა. ახაშენის, წინანდალის, მუკუზანის, ნაფარეულის, ქინძმარაულის, ტვიშის და ხვანჭკარას დასახელებაზე განსაკუთრებული უფლება, ყირგიზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, „ღვინის ეროვნულ სააგენტოს“ მიენიჭა...

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის სახელმწიფო ადმინისტრაციის (SAIC) სასაქონლო ნიშნების უწყებამ ,,ხვანჭკარის” რეგისტრაცია გაუუქმა ფიზიკურ პირს, რომელსაც არაკეთილსინდისიერად ჰქონდა დარეგისტრირებული ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება. ასევე არაკეთილსინდისიერად დარეგისტრირებულ ადგილწარმოშობის დასახელებებზე ,,წინანდალი”, ,,ქინძმარაული” და გეოგრაფიულ აღნიშვნაზე ,,ჭაჭა” დავა საქპატენტს და ორ ჩინურ კომპანიას შორის 2014 წლის თებერვლიდან მიმდინარეობს. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტი” იმედს გამოთქვამს, რომ სარჩელი სხვა სადაო დასახელებებზეც დაკმაყოფილდება ...

ინოვაციური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ საქართველოს სამეცნიერო - კვლევით ცენტრებს საპატენტო - საინფორმაციო მომსახურებას უფასოდ გაუწევს....

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა 5 ახალი ადგილწარმოშობის დასახელება დაარეგისტრირა. ამიერიდან, ნატურალური მინერალური წყლები - მიტარბი, სქური, უწერა, ბოლნისი და ზვარე დაცული იქნება გაყალბებისგან. ამ დასახელებების გამოყენების უფლების მოსაპოვებლად მეწარმეები უნდა დარეგისტრირდნენ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში ...

               

თბილისის საკრებულოში "საქპატენტისა" და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის "საქპატენტის" თავმჯდომარეს, ნიკოლოზ გოგილიძესა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარეს, გიგა კობალაძეს შეხვდნენ ...

Sakpatenti Logo Soplis Meurneobis Saministro Surati

სოფლის მეურნეობის პროდუქციის - ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი “საქპატენტი” და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ერთობლივ ღონისძიებებს გეგმავენ. შორის ...

ანტიმეკობრული სტრატეგიის შემუშავების მიზნით, ხმის ჩამწერ სტუდიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც "საქპატენტისა" და საავტორო უფლებათა ასოციაციის ინიციტივით იყო ორგანიზებული ...

გეოგრაფიული აღნიშვნების სახელად გამოყენების მენეჯმენტს პირველად საქართველოში ასოციაციები განახორციელებენ. ევროკავშირის პროგრამის ENPARD-ის ფარგლებში მომზადდა სპეციფიკაციები და ჩამოყალიბდა ასოციაციები ოთხი ახალი გეოგრაფიული აღნიშვნისთვის: ახალქალაქის კარტოფილი, ქუთაისის მწვანილი, ტყიბულის ჩაი და მაჭახელას თაფლი.... 

ახალი 2015 წლის შესახვედრად და დასაგემოვნებლად ჟურნალ “ფორბსმა” ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სია გამოაქვეყნა. სტატიის ავტორმა კითხვით მიმართა სომელიეების, ბარმენებისა და ღვინის კრიტიკოსების ჯგუფს თუ რომელი სასმელის დაგემოვნება ან უფრო ხშირი მოხმარება სურთ 2015 წელს, ან რომელ სასმელს შესთავაზებენ აგრეთვე მომხმარებელს. ღვინის კრიტიკოსმა ალის ფეირინგმა საუკეთესოთა შორის ქართული ღვინო დაასახელა ... 



<< Back 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20  Next >> 
tag: