Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
სიახლეები


2015 წლის 18-19 სექტემბერს ქ. თბილისში, ამერიკის სავაჭრო დეპარტამენტის სავაჭრო სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP), აშშ-ს საელჩოს საქართველოში და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართება ტრენინგი ინტელექტუალური საკუთრების სამართალში ადვოკატებისთვის და პრაკტიკოსი იურისტებისთვის. ...

ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ. 23 ივლისს, საქპატენტის ოფისში გამართულ შეხვედრაზე პატენტრწმუნებულები გაეცნენ ერთი წლის განმავლობაში საქპატენტის მიერ შესრულებული სამუშაოს დეტალურ ანგარიშს. ნიკოლოზ გოგილიძემ ისაუბრა უწყებაში ჩატარებულ რეორგანიზაციასა და შექმნილ ახალ სტრუქტურაზე, 4 წლიანი სამოქმედო გეგმის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. ...

უეფა-ს ნებართვის გარეშე კანონით აკრძალულია, 2015 წლის სუპერთასის მატჩზე დასაწრები ბილეთების გასაყიდად შეთავაზება ან ნებისმიერ კომერციულ ღონისძიებაში გამოყენება, რასთან დაკავშირებითაც უეფა-ს მოთხოვნის შესაბამისად შექმნილი ჯგუფები, რომელიც დაკომპლექტებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ქ. თბილისის მერიის თანამშრომლებით, ახორცილებენ სუპერთასის მატჩის ბილეთების ნებართვის გარეშე გასაყიდად შეთავაზების ფაქტების გამოვლენას და აღკვეთას, მათ შორის ინტერნეტში.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით საბჭო კიდევ ერთხელ, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, რომ დაიცვან კანონი და თავი შეიკავონ უნებართვოთ ბილეთების გაყიდვისგან, რადგან ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, მოხდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის პირველი ივნისის N1120 განკარგულების შესაბამისად, უეფას სუპერთასის მატჩის გამართვასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და აღსრულების მიზნით, სპეციალური ღონისძიებების კოორდინირება დაევალა სსიპ − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრთან „საქპატენტი“ არსებულ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს. ...

ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებული ევროპული და საერთაშორისო სტანდარტებისა და გამოცდილების გაზიარების მიზანს ემსახურებოდა, ბათუმში გამართული საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო - კონტრაფაქციის წინააღმდეგ“. ...

სემინარი სახელწოდებით „ვივაჭროთ ევროკავშირთან დაბრკოლებების გარეშე“ გაიმართა ბათუმში ევროკავშირის პროექტის 'ერთად შევეგებოთ ევროპას' ორგანიზებით. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ...

უეფა-ს 2015 წლის სუპერთასის მატჩის გამართვასთან დაკავშირებით, უეფა-ს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მიზნით საქპატენტი იწყებს საინფორმაციო კამპანიას, რომლის მიზანია საზოგადოებას განემარტოს ის ქმედებები, რომელიც კანონითაა აკრძალული და ასევე, მიეწოდოს ინფორმაცია აღნიშნული ქმედებებების ჩადენის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწიბულ სანქციებთან დაკავშირებით ...

უეფა-ს 2015 წლის სუპერთასის მატჩის გამართვასთან დაკავშირებით, უეფა-ს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მიზნით საქპატენტი იწყებს საინფორმაციო კამპანიას, რომლის მიზანია საზოგადოებას განემარტოს ის ქმედებები, რომელიც კანონითაა აკრძალული და ასევე, მიეწოდოს ინფორმაცია აღნიშნული ქმედებებების ჩადენის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწიბულ სანქციებთან დაკავშირებით (აღკვეთა, ჯარიმა და საქონლის კონფისკაცია). ...

კამპანია „იცოდე შენი უფლებები“ -ს ფარგლებში, საქპატენტში რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა შედგა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის წევრებთან. ...

ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ზოგად პრინციპებს გაეცნენ „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ სტუდენტები საქპატენტში გამართულ შეხვედრაზე. 30 ივნისს (2015წ.) ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ ...

საინფორმაციო სააგენტოების რედაქტორებისა და საინფორმაციო -შემეცნებითი გადაცემების პროდიუსერებისთვის გასვლითი სემინარი მოაწყო საქპატენტმა თემაზე - ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცნობიერების ამაღლება, როგორც „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA)“ აღებული ვალდებულება. 27-28 ივნისს, კახეთში გამართულ შეხვედრებზე, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარემ მასმედიის წარმომადგენლებს წარუდგინა მოხსენება „ინტელექტუალური საკუთრების როლი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და ინტელექტუალური საკუთრება ევროკავშირთან ურთიერთობაში (DCFTA)“. თავმჯდომარის მოადგილემ, სოფიო მუჯირმა ჟურნალისტებს გააცნო ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცნობიერების ამაღლების კუთხით დაგეგმილი ღონისძიებები, საქპატენტის სიახლეები, მიმდინარე პრაქტიკა და სამომავლო გეგმები. სემინარის ყველა მონაწილესთან, საქპატენტის ხელმძღვანელობამ გამართა შეხვედრა რომელზეც განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის სტრატეგია, მასმედიის როლი ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად. ...

ახალი ადგილწარმოშობის დასახელებების გამოვლენის, შესწავლის და რეგისტრაციის მექანიზმებზე იმსჯელეს 26 ივნისს (2015წ.), თელავის „მედია კაფეში“ გამართულ შეხვედრაზე, საქპატენტის თავმჯდომარემ და ადგილობრივმა ფერმერებმა, მეწარმეებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლემბა. ...

საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) კონსულტანტი, რონალდ მარჩანი და ისმო-ს მცირე და საშუალო საწარმოებისა და ბიზნესის სამმართველოს, ინოვაციების პოლიტიკის განყოფილების უფროსი  თამარა ნანაიაკარა. ვიზიტის მიზეზი ისმო-ს და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის ერთობლივი პროექტია, საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული სტრატეგიის შემუშავება. პროექტის მიხედვით, უნდა შეფასდეს საქართველოში მოქმედი ინტელექტუალური საკუთრების სისტემა და განისაზღვროს სფეროები, რომელიც საჭიროებს გაუმჯობესებას, შესაბამისად, განისაზღვროს მოკლე და გრძელვადიანი აქტივობები სისტემის გაუმჯობესებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარებას. ...

დღეს, 20 ივნისს (2015 წ), ქალაქ ბათუმში, ამერიკის სავაჭრო დეპარტამენტის სავაჭრო სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP), აშშ-ს საელჩოს საქართველოში და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის ორგანიზებით, მიმდინარეობს სემინარი ქართველი ჟურნალისტებისთვის. ...

ქართველი მოსამართლეებისთვის სემინარი მიმდინარეობს ბათუმში, რომელიც ამერიკის სავაჭრო დეპარტამენტის სავაჭრო სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP), საქართველოში ამერიკის საელჩოსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის ორგანიზებით იმართება. ...

პროექტის „ერთად შევეგებოთ ევროპას" ფარგლებში ზუგდიდში სემინარი გაიმართა მეწარმეების, ფერმერების, ვეტერინარების და ლაბორატორიის თანამშრომლებისთვის. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ 16 ივნისს (2015წ), ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეკრებილ საზოგადოებას ესაუბრა უპირატესობებზე, რომლითაც სარგებლობს გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, თენგიზ კალანდაძემ მეწარმეებს გააცნო სტანდარტები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სოფლის მეურნეობის პროდუქტი ევროპის ბაზარზე მოსხვედრად. ...

სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს 13 ივნისს, თბილისში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ...

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - ,,საქპატენტი“, რომელიც წარმოადგენს ქვეყანაში საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელ უწყებას, აწარმოებს კამპანიას, რომლის ფარგლებში მართავს შეხვედრებს სხვადასხვა კატეგორიის საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებთან. ...

2015 წლის 9-10 ივლისს ქ. ბათუმში, საქპატენტი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასა (GIZ PSD SC) და საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC) საქართველოსთან ერთად, გამართავს კონფერენციას ...

საფრანგეთის ადგილწარმოშობის და ხარისხის ეროვნული ინსტიტუტის (INAO) მოწვევით, საქართველოს დელეგაცია საქპატენტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ გოგილიძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთში. ვიზიტი ემსახურებოდა გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სფეროში საფრანგეთში არსებული გამოცდილების გაცნობასა და სამუშაო კონტაქტების დამყარებას. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. ...

ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცნობიერების ამაღლების კუთხით საქპატენტმა “მომავალი თაობის” პროექტის მონაწილეებს უმასპინძლა. მისაქციელისა და ჟინვალის სკოლის მოსწავლეებს, რომელთა შორის იყვნენ ბლოგერებიც, საავტორო უფლებების შესახებ სპეციალურად ...



<< Back 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20  Next >> 
tag: