Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
სიახლეები


„მართლმსაჯულების სახლში“ საქპატენტსა და იუსტიციის უმაღლეს სკოლას შორის დღეს, 15 დეკემბერს (2015წ.) მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში აღნიშნული ორი უწყება ინტელექტუალური საკუთრების სამართლის კონკრეტულ მიმართულებებზე, იურიდიული პროფესიის წარმომადგენელთათვის, სასწავლო პროგრამებს შეიმუშავებს და იზრუნებს ამ პროგრამების შემდგომ განვითარებასა და პოპულარიზაციაზე. მემორნდუმის გაფორმების მიზანია ინტელექტუალური საკუთრების სამართლის მიმართულებით სასამართლო პრაქტიკის სრულყოფა-განვითარება. ...

საქპატენტმა და ღვინის ეროვნულმა სააგენტომ დააფუძნეს ა(ა)იპ „ორიჯინ-ჯორჯია“, რომლის მიზანია საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და ქვეყანაში კონკურენტუნარიანი მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა. ამჟამად, საქპატენტის მიერ რეგისტრირებულია ადგილწარმოშობის დასახელების 18 ქართული ღვინო, (ხვანჭკარა, მუკუზანი, ტვიში და ა.შ.), 8 მინერალური წყალი (ბორჯომი, მიტარბი, საირმე და ა.შ.), 16 გეოგრაფიული აღნიშვნა (სულგუნი, ჩურჩხელა, ჭაჭა, დამბალხაჭო და ა.შ.), რეგისტრაციის ბოლო ეტაპზეა „ქუთაისის მწვანილი“, „ტყიბულის ჩაი“, მაჭახელას თაფლი“ და „ახალქალაქის კარტოფილი“. ...

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და ფონდი ღია საზოგადოება საქართველომ დღეს, 11 დეკემბერს (2015 წ.), 2010-2015 წლებში საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა. ღონისძიებაზე განხილული იქნა საქართველოში 2010-2015 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები. სასტუმრო თბილისი მერიოტში გამართულ ღონისძიებაზე დასახელდა პროექტის ფარგლებში ...

ახალი ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციის, კონტროლისა და მათი დაცვის მექანიზმების დახვეწის, საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაციისა და ბრენდინგის ხელშეწყობის მიზნით, დღეს, 1 დეკემბერს (2015 წ.) მცხეთაში, ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და საქპატენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტო და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინირებულად იმუშავებენ საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე პროდუქტებზე კონტროლისთვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად. ...

ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა დღეს 24 ნოემბერს (2015წ.), საქპატენტის ოფისში. სხდომაზე განიხილეს ინტერნეტ სერვის პროვაიდერთა პასუხისმგებლობის (IPS Liability) საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრების გამართვის აუცილებლობა აშშ-ს და ევროკავშირის გამოცდილების გაზიარების მიზნით. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ საბჭოს წევრებს წარუდგინა ...

ინტელექტუალური საკუთრების უფლებების კუთხით განხორციელებული ცვლილებები, თანამშრომლობის გეგმები, IP სასწავლო ცენტრის გახსნა და აშშ-ს შესაძლო ჩართულობა ამ კუთხით, განიხილეს დღეს 19 ნოემბერს (2015 წ.), აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის დელეგაციასა და საქპატენტის ხელმძღვანელობას შორის ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრში გამართულ შეხვედრაზე. ვაჭრობასა და ინვესტიციებზე აშშ-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის ...

9 ნოემბერს საქპატენტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ და „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრი“-ს დირექტორმა მარინა ბერიძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ერთობლივი პროექტების მომზადება ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში. ...

27 ოქტომბერს, საქპატენტის თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე და საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი კასრაძე ავღანეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, ინტელექტუალური საკუთრებისა და ბიზნესის ცენტრალური რეესტრის დირექტორს აჰმად თარიფ სარფარაზს შეხვდნენ. შეხვედრა საქართველოში ავღანეთის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში შედგა. ...

21 ოქტომბერს, საქპატენტის მცხეთის სათაო ოფისსს „დიტო ცინცაძის სახელობის ფონდის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ და საქპატენტის თანამშრომლებს მხარდაჭერისა და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს. შეხვედრაზე ფონდის დამფუძნებელმა, კახაბერ ჯანაშვილმა საქველმოქმედო ფონდის მუშაობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, 2013 წლის 11 აპრილს ყველა მედია საშუალების ჟურნალისტები გაერთიანდნენ და ფონდი დაარსეს, რომელიც ლეიკემიითა და...

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის დახმარებით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს - საქპატენტს, სრულყოფილი განაცხადების ელექტრონული სისტემა, ელექტრონული საკანცელარიო პროგრამა და განახლებული ვებგვერდი ექნება. საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე, სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას დღეს 16 ოქტომბერს (2015 წ.) საქპატენტის სათაო ოფისში დაესწრნენ აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ბრიუს ენდრიუსი და ჯონათან კააცი, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპასა და ევრაზიაში. ...

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაცია წელს (2015 წ.) პირველად წარსდგა, როგორც ცენტრალური ევროპის და ბალტიის ქვეყნების რეგიონალური ჯგუფის (CEBS) წევრი, რაც ნიშნავს, რომ ისმო-ში საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი სამუშაო შეხვედრებს, კონფერენციებს და სხვა ღონისძიებებს გამართავს ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორიცაა ალბანეთი, ბულგარეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, მოლდოვa, მაკედონია, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ჩეხეთი, მონტენეგრო და ხორვატია. დღემდე, საქართველო წარმოადგენდა კავკასიის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალურ ჯგუფს (CACEEC), სადაც გაერთიანებული არიან დსთ-ს ქვეყნები. ...

ქართული ანბანი, ქართული ღვინის ჭურჭელი, ქართული ნაციონალური ტანსაცმელი, უნიკალური ლანდშაფტის ფოტოები, არქეოლოგიისა და ოქრომჭედლობის სამუზეუმო ნიმუშების მინაბაძები - ქვეყნის მთავარი კულტურული ღირებულებების გამოფენა მიმდინარეობს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) წევრი სახელმწიფოების რიგით 55-ე ასამბლეის ფარგლებში. ...

SAKPATENTI

მოგესალმებით და გაცნობებთ, რომ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ საქმისწარმოების და კადრების განყოფილების ქ. თბილისში გადასვლსთან დაკავშირებით, 2015 წლის 5 ოქტომბრიდან კორესპონდენციისა და ყველა სახის დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს ქ. თბილისში, ნინო რამიშვილის ქ. N4-ში. (ასევე, საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს საქპატენტის სათაო ოფისშიც. მის.: ქ. მცხეთა, ანტიოქიის ქ. N5).

გთხოვთ გაითვალისწინოთ.

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) ორგანიზებით, დღეს, თბილისში, 30 სექტემბერს გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვის შესახებ. კონფერენციაზე, რომელიც ექსპო ჯორჯიას პავილიონში მიმდინარეობს, განიხილავენ გეოგრაფიული აღნიშვნების უკანასკნელ სიახლეებს, საერთაშორისო დაცვის სისტემას და საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების კონტროლის სისტემას. საქპატენტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ გოგილიძე დამსწრეებს წარუდგენს მთავრობის ხედვას ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, ღონისძიებაზე იმსჯელებენ პროდუქტისთვის გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსის მინიჭების საკითხეზე, კონტროლის სისტემაზე და გამოწვევებზე, მეწარმეთა ხედვას ზემოაღნიშნულ საკითხზე მონაწილეებს გააცნობს ახალქალაქის კარტოფილის ასოციაციის დირექტორი, მახარე მაცუკატოვი. ...

მიმდინარე წლის 29 სექტემბერს იურიდიული დახმარების სამსახურსა და საქპატენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების სამართლის პოპულარიზაციასა და საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარებაზე მიმართული ერთობლივი პროგრამების განხორციელებას ითვალისწინებს, ხელი მოაწერეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ. ...

სასაქონლო ნიშნების და საავტორო უფლებების დავების სასამართლოში განხილვასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა 18 -19 სექტემბერს (2015წ.) თბილისში. ტრენინგის ორგანიზატორები იყვნენ ამერიკის სავაჭრო დეპარტამენტის სავაჭრო სამართლის განვითარების პროგრამა (CLDP), საქართველოში აშშ-ს საელჩო, სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი -,,საქპატენტი“, საქართველოს ადვოკატთა და საავტორო უფლებათა ასოციაციები. ...

ევროკავშირის პროექტის „ერთად შევეგებოთ ევროპას“ ფარგლებში ახალციხეში, რაბათის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სემინარი თემაზე - "საქართველოს პერსპექტივა ევროკავშირთან ხელმოწერილი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში".

შეხვედრას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოღვაწე ფერმერები და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები. 15 სექტემბერს გამართულ ღონისძიებაზე მოხსენებით გამოვიდნენ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ვაჭრობის მენეჯერი ანტონიო ლოპარკო, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილეს სურსათით ვაჭრობის პერსპექტივები და მოთხოვნები ევროკავშირის ბაზარზე. ...

მეცნიერების პოპულარიზაციის კუთხით ერთობლივი ღონისძიებების გამართვაზე, საგრანტო განაცხადებზე წინასწარ ძიებაზე, საზოგადოებრივი ინოვაციების ცენტრებში და რეგიონალურ ჰაბებში და ტექნოპარკებში ერთობლივი მომსახურების შეთავაზებაზე საქართველოს ინტელეტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ერთად დაიწყებენ მუშაობას. ამის შესახებ შეთანხმება საქპატენტის ოფისში, 23 სექტემბერს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე შედგა. მზადდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც, რომელში კონკრეტული მიმართულებები განისაძრვრება და რომელიც ხელს შეუწყობს დასახული გეგმების წარმატებით განხორციელებას. ...

იდეა, გამოგონება, ინოვაცია და ინტელექტუალური საკუთრება- საგანმანათლებლო პროექტი “4I”-ს დანერგვის სურვილი გამოთქვა საქართველომ.ამ მიზნით ქალაქ ბათუმში, 28-29 აგვისტოს იმართება საერთაშორისო სიმპოზიუმი სახელწოდებით „ჰოუპ პროექტი“ (“Hope Project”), რომლის თემაა ადამიანური რესურსების განვითარება შემოქმედებით/საგამომგონებლო პროცესში, ინოვაციების, გამოგონებების დაცვისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მართვის სფეროში. სიმპოზიუმი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO), მსოფლიოს გამომგონებელ და მეწარმე ქალთა ასოციაციის (WWIEA) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ ორგანიზებით ხორციელდება.

19-22 ივლისს საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე სოფიო მუჯირი ოფიციალური ვიზიტით ეწვია მოლდოვას რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო სააგენტოს (AGEPI).

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სოფიო მუჯირის ორმხრივი შეხვედრა AGEPI-ის გენერალური დირექტორის მოადგილესთან სვეტლანა მუნტეანუსა და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან. შეხვედრებზე განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები AGEPI-სა და საქპატენტს შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. ...



<< Back 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20  Next >> 
tag: