|
სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო ასოციაციის (INTA) ყოველწლიურ შეხვედრაზე საქპატენტი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს შესახებ ინფორმაციას მსოფლიოს 9500-ზე მეტი სხვადასხვა ცნობილი ბრენდის მფლობელი კომპანიების, იურიდიული კომპანიების და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებული უწყებების წარმომადგენლები გაეცნობიან. შეხვედრა, რომელიც წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას მსოფლიოში სასაქონლო ნიშნებთან მიმართებაში, 21-25 მაისს (2016 წ.), ორლანდოში (აშშ, ფლორიდა) გაიმართება. ... |
|
18 მაისს (2016 წ.) საქპატენტში გაიმართა შეხვედრა აშშ-ს მთავრობის დელეგაციასთან რომელსაც ხელმძღვანელობდა აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის გენერალური სამდივნოს ადმინისტრაციის, სავაჭრო სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მთავარი მრჩეველი, სტივ გარდნერი. შეხვედრაზე განიხილეს CLDP-ის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა მიზნობრივი აუდიტორიის ცნობიერების ამაღლებას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, კერძოდ, ყოველწლიური ტრენინგები მოსამართლეების, ჟურნალისტებისა და ადვოკატებისთვის. ასევე, CLDP-ის მხარდაჭერით ხორციელდება საქპატენტის ექსპერტების კვალიფიკაციის ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები, სასწავლო ვიზიტები აშშ-ში და ამერიკელი ექსპერტების ვიზიტები საქართველოში ქართველი კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით. შეხვედრაზე განხილულ იქნა CLDP-ის დაფინანსებით, საქართველოში, ივლისში (2016 წ.) დაგეგმილი სამუშაო შეხვედრა ინტერნეტ სერვის პროვაიდერების პასუხისმგებლობის თემაზე. ... |
|
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის სახელმწიფო ადმინისტრაციის (SAIC) სასაქონლო ნიშნების უწყება , გეოგრაფიულ აღნიშვნაზე „ჭაჭა“ რეგისტრაციის მოწმობას რამდენიმე თვეში გასცემს და მასზე უფლებას ჩინეთის ტერიტორიაზე საქართველო დაიბრუნებს. ინფორმაცია წინასწარი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ ქართულ დელეგაციას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით და საქპატენტის თავმჯდომარის მონაწილეობით, ჩინელმა კოლეგებმა გააცნეს. ოფიციალური შეხვედრა რომელიც 11 მაისს (2016 წ.) პეკინში, ჩინეთის სასაქონლო ნიშნების უწყებაში გაიმართა, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის მიმდინარე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების მე-2 რაუნდის ფარგლებში შედგა. ... |
|
100-მდე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებს, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღესთან - 26 აპრილთან დაკავშირებით, სპეციალური გაკვეთილები უტარდებათ, რომლის მიზანია ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების არსისა და მნიშვნელობის გაცნობიერება. საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტთან (USAID/G-Pried) თანამშრომლობითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, IV-VI კლასებისათვის სპეციალური გაკვეთილის გეგმა შემუშავდა. საჯარო სკოლებს დაეგზავნათ რეკომენდაცია აღნიშნული გაკვეთილის ჩატარებაზე, რომელშიც სასწავლო მასალად გამოყენებულია G-Pried-ისა და საქპატენტის თანამშრომლობით შექმნილი საკითხავი წიგნი „დორემიუს სოლასი“ (ავტორი: ირმა მალაციძე), ზღაპარი საავტორო უფლებების შესახებ, ასევე, მოსწავლეებისთვის განკუთვნილ გაზეთში „კითხვის დრო“ გამოქვეყნებული სტატია გამოგონებების შესახებ - „უცნაური პატენტები“. ... |
|
თელავის სახელმწიფო უნივერსტეტის და ყვარლისა და გურჯაანის საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა კონფერენცია, რომლის მიზანი იყო საავტორო უფლებების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ამ სფეროში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა. 24 აპრილს (2016 წ.), ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, ახალგაზრდები გაეცნენ ინტელექტუალური საკუთრების ზოგად მიმოხილვას, საავტორო და მომიჯნავე უფლებების საკანონმდებლო რეგულირებას, ასევე, საავტორო უფლებებს საგამომცემლო საქმიანობაში. ... |
|
ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მე-10 საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილეებს დღეს, 22 აპრილს, საქპატენტმა უმასპინძლა, სადაც საქპატენტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ და გამოგონებებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსმა მერაბ კუციამ ინტელექტუალური საკუთრებისა და საპატენტო სისტემის შესახებ პრეზენტაციები გამართეს. შეხვედრას 25 ქვეყნის წარმომადგენელი კონკურსანტი დაესწრო. ისინი გაეცნენ საქპატენტის მუშაობის სპეციფიკასა და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მიმდინარე პროცესებს. მიღებული ინფორმაცია ოლიმპიადის მონაწილეებს დაეხმარება შემდგომი კვლევების ეფექტურად წარმართვასა და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების შექმნაში. ... |
|
საქართველოში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ მოლდოვას ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული სააგენტოს (AGEPI)- გენერალური დირექტორი ოქტავიან აპოსტოლი და მისი მოადგილე სვეტლანა მუნტენუ. 21 მარტს (2016 წ.) ორმხრივი შეხვედრა შედგა უწყებების ხელმძღვანელ პირებს შორის, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში -საქპატენტში. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ინტელექტუალური საკუთრების სისტემები და გამოწვევები საქართველოსა და მოლდოვაში, ისაუბრეს ერთობლივი თანამშრომლობის გეგმებზე, რათა უკეთესად შეასრულონ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ... |
|
ექვს ქართულ ადგილწარმოშობის დასახელებაზე რუსეთის ფედერაციის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალურ სამსახურში სარეგისტრაციო პროცედურა დასრულდა. ხვანჭკარას, ტვიშის, ახაშენის, წინანდალის, მუკუზანის და ქინძმარაულის დასახელებაზე განსაკუთრებული უფლება, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე „ღვინის ეროვნულ სააგენტოს“ მიენიჭა. ... |
|
საქპატენტის ბაზაზე შექმნილ ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრში ინტელექტუალური საკუთრების სამართლის პირველი კურსი დასრულდა. აღნიშნული ცენტრის სერთიფიკატები დღეს, 18 მარტს (2016 წ.) საქპატენტის სათაო ოფისში პირველად გადაეცემა თბილისის მერიის „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრის“ და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებს. სასწავლო ცენტრში გავლილი კურსი პრაქტიკოს იურისტებს დაეხმარება ინტელექტუალური საკუთრების სამართალში ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების მიღებაში, რის საფუძველზეც გადამზადებული ადვოკატები კვალიფიციურ კონსულტაციებს გაუწევენ მოქალაქეებს. ... |
|
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ ორგანიზებით, ადვოკატებისა და პატენტრწმუნებულებისათვის მრგვალი მაგიდა გაიმართა. დღეს, 1 მარტს (2016წ.), საქპატენტის თბილისის ოფისში ადვოკატებსა და პატენტრწმუნებულებს გააცნეს საქპატენტის ახალი მიდგომები სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზის საკითხების შესახებ. ... |
|
19 თებერვალს, საქპატენტის თბილისის ოფისში პატენტრწმუნებულებთან შეხვედრა გაიმართა. საქპატენტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ, მოწვეულ სტუმრებს ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა, სადაც საქპატენტის აქტიური და ქმედითი საქმიანობის შედეგად წინსვლა დაფიქსირდა. ... |
|
18 თებერვალს საქპატენტს საფრანგეთის რესპუბლიკის სენატორი პასკალ ალიზარი, სენატის ევროპული კომიტეტის მრჩეველი ფაბრის ჰიუგო და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები ესტუმრნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“(DCFTA) მნიშვნელობაზე და მის როლზე ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განსავითარებლად საქართველოში. ... |
|
2016 წლის 12 თებერვალს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით, „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ ფინალური ტური გაიმართა, სადაც კონკურსში გამარჯვებული გუნდები გამოავლინეს. პირველ ადგილზე გასული გუნდი "სოლარი" პროექტით -"მზის პანელის მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდის ინოვაციური ტექნოლოგია", 20-24 აპრილს, მონაწილეობას მიიღებს აშშ-ში კონრადის ფონდის მიერ ორგანიზებულ ინოვაციების სამიტში, რომელიც NASA-ს კენედის კოსმოსურ ცენტრში, ფლორიდაში გაიმართება. ... |
|
ტექნოლოგიურ პარკში საქპატენტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ, საჯარო ლექცია გამართა თემაზე - „იდეიდან ინტელექტუალურ საკუთრებამდე“. |
|
„ციფრული შემოქმედება: ტრანსფორმირებული კულტურა“ ამ სლოგანით აღინიშნება წელს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღის წლევანდელ თემასთან დაკავშირებით იწყებს კამპანიას, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ბრძოლა მეკობრეობისა და საავტორო უფლებების დარღვევების წინააღმდეგ ციფრულ სივრცეში. კამპანიის ფარგლებში საქპატენტი დღეს, 27 იანვარს (2016 წ.), მაიქროსოფთ საქართველოსთან ერთად მართავს სამუშაო შეხვედრას ლიცენზირებული კომპიუტერული პროდუქტების ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებზე. პირველ სამუშაო შეხვედრას აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებიან, რომელთაც ლიცენზირებული პროდუქტის უპირატესობებს, საერთაშორისო და ადგილობრივ გამოცდილებას კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით და ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად მიღებულ ზომებს, საქართველოში კომპიუტერული პროგრამების დაცვის სამართლებრივ მექანიზმებს გააცნობენ. საქართველოს მთავრობასა და Microsoft-ს შორის სალიცენზიო შეთანხმება შარშან გაფორმდა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო დაწესებულებები კომპანიის ლიცენზირებულ პროდუქციას გამოიყენებენ, რომლის მიზანია სამთავრობო უწყებების საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემათა უსაფრთხოების და მასშტაბირების ეფექტური უზრუნველყოფა. ... |
|
ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო დღეს, 26 იანვარს (2016წ), საქართველოში აშშ-ს ელჩი, იან კელი. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ, ელჩს გააცნო USAID-ის მიერ დაფინანსებული ელექტრონული ფაილინგის და ელექტრონული მმართველობის სისტემის დანერგვის მიმდინარე პროექტი, ასევე G-PriED-ის ხელშეწყობით, დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური საკუთრების თემაზე შექმნილი სახელმძღვანელოების პროექტის მიმდინარეობა. ... |
|
საქართველოს და ბულგარეთის ინტელექტუალური საკუთრების უწყებებს შორის სამუშაო გეგმის ხელმოსაწერად, საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება ბულგარეთის საპატენტო უწყების დელეგაცია, ვიცე პრეზიდენტის, დავიდ სუკალინსკის ხელმძღვანელობით. |
|
ინტელექტუალური საკუთრების სამართლის პირველი კურსი დაიწყო საქპატენტის ბაზაზე შექმნილ ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრში. პირველი ვინც აღნიშნული ცენტრის სერთიფიკატებს მიიღებენ არიან თბილისის მერიის „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრის“ და სსიპ იურიდიული დახმარების სამასახურის ადვოკატები. კურსის მიზანია პრაქტიკოსი იურისტებისთვის ცოდნის გაღრმავება ინტელექტუალური საკუთრების სამართალში და მიმდინარეობს აღნიშნულ უწყებებსა და ინტეკექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. ლექციები მოიცავს 26 საათს, ტარდება კვირაში 2-ჯერ 2 საათის ხანგრძლიობით და მას უძღვებიან საქპატენტის ხელმძღვანელი პირები. ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA)“ აღებული ვალდებულებას. ... |
|
საქართველოში საქპატენტის მოწვევით იმყოფება სტივენ ლი, აშშ-ს პატენტრწმუნებული, რომელიც “U.S. News” –მა 2015 წელს ნიუ იორკის საუკეთესო პატენტრწმუნებულად დაასახელა. ვიზიტის ფარგლებში დღეს, 15 იანვარს (2016წ.), ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის ოფისში საქართველოს პატენტრწმუნებულებისთვის, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის, საქპატენტის იურისტებისა და ექსპერტებისთვის სტივენ ლი მართავს ლექციას თემაზე: „აშშ-ს საპატენტო დავები ფარმაცევტულ სფეროში ინტელექტუალური საკუთრების კუთხით“. სტივენ ლი ბოლო 30 წლის განმავლობაში მოღვაწეობს იურიდიულ ფირმაში „Kenyon & Kenyon“, რომელიც სპეციალიზირებულია ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით. ... |
|
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის მოწვევით, 12 იანვარს (2016წ.) საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია ესტონეთის ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიური გადაცემის ცენტრის დირექტორი მარიუს კუნინგასი, რომელიც მონაწილეობას იღებს სამუშაო შეხვედრაში თემაზე “ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაცია და ტექნოლოგიების გადაცემა“. ... |