Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
სიახლეები




15 დეკემბერს
, 12 საათზე საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ ,,საქპატენტა” და ,,ქართული ღვინის ასოციაციას" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა...

 

 

დასრულდა საქპატენტის დელეგაციის ვიზიტი ისრაელში, რომლის მიზანი იყო ისრაელის გამოცდილების გაზიარება ტექნოლოგიების გადაცემისა (tech-transfer) და ინოვაციების დანერგვის დარგში. ვიზიტი განხორციელდა...

     

 


10 დეკემბერს სასტუმრო ,,თბილისი მერიოტში” საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა (UN OHCHR) და საქპატენტის ორგანიზებით სადისკუსიო შეხვედრა გაიმართა...



ისრაელის საპატენტო უწყების მიწვევით, 2010 წლის 6 დეკემბერს საქპატენტის დელეგაცია, თავმჯდომარის - ირაკლი ღვალაძის ხელმძღვანეობით, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ქ. იერუსალიმში მიემგზავრება...

    
 1 დეკემბერს საქპატენტის თავმჯდომარე ცნობილ ქართველ დიზა­ინე­რებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო დიზაინერებისთვის იმ საკანონ­მდებლო ცვლილების განმარტება, რომლის თანახმად საქართველოში მოღ­ვაწე ყველა დიზაინერს საშუალება ეძლევა საკუთარი... 

 25 ნოემბერს ბათუმში საქპატენტის ორგანიზებით და გერმანიის მთა­ვ­რობის ტექნიკური თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით მედიის წარმომადგენ­ლები­სთვის გასვლითი სემინარი გაიმართა. სე­მინარში მონაწილეობა სხვადასხვა ტელეკომპანიების და ბეჭდური... 

                                                                                                                                    

 

 

  2010 წლის 1–3 ნოემბერს საქპატენტის ექსპერტებმა დანიის საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყებაში წარმატებით გაიარეს სასწავლო კურსი, რომელიც დასრულდა სერთიფიკატების გადაცემით...   
                                                                                                                                     

 


2 ნოემბერს 12.00 საათზე საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის "საქპატენტი” თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე იურიდიული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

 


28 ოქტომბერს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში "საქპატენტი” ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე (სასაქონლო ნიშნები, პატენტები, საავტორო უფლებები) უფლებების დამცავი დოკუმენტების გადაცემის...

                                                                                                                                 

                                                                                                                              
  

დასრულდა საქპატენტის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი შვედეთის საპატენტო უწყებაში. ვიზიტი დაფინანსდა ევროკავშირის პროექტის TAIEX-ის მიერ. შვედეთის მხარემ საქპატენტის წარმომადგენლებს გაუზიარა ცოდნა უწყების ძირითად მიმართულებებში და გამოცდილება ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში. მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე, რომელიც სხვა საკვანძო საკითხებთან ერთად ითვალისწინებს საქპატენტის კადრების პროფესიულ გადამზადებას.

                                                                                                                              

                                                                                                                              

13 ოქტომბერს სასტუმრო "ამბასადორში” ევროკავშირისა და საქპატენტის ორგანიზებით, ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა აღსრულების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა ქართველ და ევროპელ ექსპერტებს შორის გამოცდილების გაზიარებას ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვისა და აღსრულების საკითხებზე, ასევე, კოორდინაციის ხელშეწყობას საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებასა და კერძო სექტორს შორის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში.

                                                                                                                                     ვრცლად

                                                                                                                              

 

2010 წლის 4-5 ოქტომბერს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზიაციისა და იტალიის საპატენტო უწყების მხარდაჭერით იტალიაში ჩატარდა მერვე ყოველწლიური ფორუმი ინტელექტუალური საკუთრებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საკითხებზე. საქპატენტის დელეგაცია  წელს პირველად იქნა მიწვეული აღნიშნულ ფორუმზე, რადგან ფორუმი ყოველწლიურად იმართება მხოლოდ OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) წევრი ქვეყნებისათვის. ფორუმზე განსახილველ  საკითხებად წარმოდგენილი  იქნა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ინტელექტუალური საკუთრების გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე და  ინოვაციების გამოყენება მცირე ბიზნესის ხელშეწყობისთვის.

                                                                                            

 

ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ საკითხებში ბიზნესმენები აქტიურად ჩაერთვებიან.

7 ოქტომბერს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მერ შექმნილი სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კომიტეტების პრეზენტაცია.

ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კომიტეტი შეიქმნა საქპატენტსა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად. კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულება იქნება ინტელექტუალური სკუთრების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები. საქპატენტთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, ასოციაციის წევრებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი იქნება საქპატენტში არსებული ინფორმაცია. საქპატენტის წამყვანი სპეციალისტები ბიზნესმენებს გაუწევენ კონსულტაციებს სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციისა და  გამოგონებების დაპატენტების მიზნით განაცხადების შედგენისას და სხვ. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის ირაკლი ღვალაძის განცხადებით, სამომავლოდ საქპატენტი გეგმავს ახალი პროექტების წამოწყებას და მათში ბიზნესმენთა ჩართვას.  

                                                                                            

     

 

2010 წლის 20–29 სექტემბერს ჟენევაში მიმდინარეობს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) წევრ სახელმწიფოთა ასამბლეა.

აღნიშნულ ღონისძიებაზე საქართველოს წარმოადგენს საქპატენტის დელეგაცია საქპატენტის თავმჯდომარის ირაკლი ღვალაძის ხელმძღვანელობით. ინტელექტუალური საკუთრების სფეროში თანამშრომლობის თაობაზე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები თურქეთის, შვედეთის, დანიის, უნგრეთის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან.  22 სექტემბერს საქართველოსა და უნგრეთის საპატენტო უწყებებს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს. 

 

   

ა.წ. 6-10 სექტემბერს უკრაინაში, ქალაქ იალტაში ჩატარდა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია "ინტელექტუალური საკუთრების აქტუალური პრობლემები”. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა 200-ზე მეტი დელეგატი. ყურადღება გამახვილდა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების სამართლებრივი დაცვის პრობლემებზე, სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზის საკვანძო საკითხებზე, საქვეყნოდ ცნობილი ნიშნების დაცვის თავისებურებებზე, ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაციაზე და სხვ.                                                                                             

                                                                                                           ვრცლად

 TD>

    

13 სექტემბერს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს, "საქპატენტი” ამერიკის საპატენტო უწყების დელეგაცია ეწვია. ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ამერიკელი სპეციალისტების დელეგაციის შემადგენლობაში 5 ექსპერტია, რომლებიც ქართველ კოლეგებს სემინარებს 5 დღის განმავლობაში ჩაუტარებენ. საქპატენტის თანამშრომლებთან ერთად ამერიკელი ექსპერტების სემინარებს პატენტრწმუნებულები და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც მოისმენენ. ამერიკის საპატენტო უწყების დელეგაციის ჩამოსვლა თბილისში არის საპასუხო ვიზიტი. მაისის თვეში ამერიკაში საქპატენტის დელეგაცია იმყოფებოდა თავმჯდომარის, ირაკლი ღვალაძის ხელმძღვანელობით. ამერიკაში ყოფნისას ქართული დელეგაცია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ამერიკულ სისტემებს გაეცნო. ასევე განიხილეს საქართველოს და ამერიკის საპატენტო უწყებებს შორის მომავალი თანამშრომლობის საკითხიც. ამერიკული დელეგაციის საქართველოში ვიზიტისას ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დაგეგმილი მემორანდუმის საბოლოო ტექსტიც შეთანხმდება.   

                                                                                            

    

დასრულდა საქპატენტის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი დანიის საპატენტო უწყებაში. დანიის მხარემ საქპატენტის წარმომადგენლებს გააცნო საუკეთესო გამოცდილებანი და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ამ უწყების მუშაობის ძირითადი მიმართულებები. მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს საქპატენტის კადრების გადამზადება– ტრენინგებს. 2010 წლის ნოემბერში საქპატენტის სასაქონლო ნიშნებისა და საპატენტო დარგის ექსპერტები დანიას ეწვევიან აღნიშნული თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში, ტრენინგების გასავლელად. ეს უკანასკნელი გადამზადება დაფინანსდება ევროპის საპატენტო უწყების მიერ.  

                                                                                            

 

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა გამოსცა ოფიციალური  ბიულეტენის სპეციალური გამოშვება. ბიულეტენი საქართველოში დარეგისტრირებული იმ ქართული ღვინოების შესახებ ინფორმაციას შეიცავს,  რომლებიც უახლოეს მომავალში  ევროკავშირის ქვეყნებშიც იქნება დაცული. ქართული ღვინის 18 ადგილწარმოშობის დასახელების  რეგისტრაცია საქპატენტში ეტაპობრივად მას შემდეგ განხორციელდა, რაც ძალაში შევიდა შესაბამისი კანონმდებლობა ("საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ” კანონით გათვალისწინებული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების დაცვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები).  

                                                                                                ვრცლად

 


2010 წლის 1-2 სექტემბერს საქპატენტის დელეგაცია თავმჯდომარის ირაკლი ღვალაძის მეთაურობით სამუშაო ვიზიტით ეწვევა დანიის საპატენტო უწყებას. დანიის მხრიდან საქართველოს დელეგაციას უმასპინძლებს დანიის საპატენტო უწყების ხელმძღვანელი პირები. მხარეები ერთმანეთს გააცნობენ თავიანთ გამოცდილებას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში და მოლაპარაკებებს გამართავენ ორი უწყების თანამშრომლობის საკითხებზე. აღნიშნული ვიზიტი განხორციელდება ევროკავშირის პროექტის TAIEX დაფინანსებით.   

                  

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის "საქპატენტი" საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე დამცავი დოკუმენტების გადაცემის ცერემონია. საქპატენტის თავმჯდომარემ ირაკლი ღვალაძემ საპატენტო სიგელები და სასაქონლო ნიშნის მოწმობები გამომგონებლებს, პატენტრწმუნებულებსა და სასაქონლო ნიშნის მფლობელებს საზეიმო ვითარებაში გადასცა.



<< Back 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20  Next >> 
tag: