|
29 სექტემბერს (2016 წ.), საქპატენტმა უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, კიევის სამართლის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ იური ბოშიტსკის უმასპინძლა. შეხვედრაზე, საქპატენტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ და პროფესორმა ბოშიტსკიმ ისუბრეს უკრაინასა და საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და ხაზი გაუსვეს ამ კუთხით საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე, დასახეს ერთობლივი თანამშრომლობის გეგმები საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრის ფარგლებში. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. გარდა ამისა, საქპატენტის თავმჯდომარე ოფიციალურად მიწვეულ იქნა კიევის სამართლის უნივერსიტეტში ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე სტუდენტებისათვის ლექციის წასაკითხად. ... |
|
ბიზნესის განვითარების ახალ პერსპექტივებზე იმსჯელეს 28 სექტემბერს (2016 წ.) გამართულ კონფერენციაზე „ქალის როლი ქვეყნის განვითარებაში“. ასამდე მეწარმე ქალი გაეცნო სპეციალურად მეწარმე ქალებისთვის მხარდამჭერ პროგრამებს, ფინანსური და ტექნიკური დახმარების მიღების ახალ შესაძლებლობებს. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -საქპატენტის თავჯდომარის მოადგილე, სოფიო მუჯირი, ღონისძიების მონაწილეებს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის ინსტრუმენტებზე ესაუბრა. საკითხის მიმართ აუდიტორიის დიდი დაინტერესების გათვალისწინებით, დაიგეგმა მეწარმე ქალებისთვის თემატური შეხვედრების გამართვა, სადაც იმსჯელებენ ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა ობიექტების შესახებ. ... |
|
საქპატენტს IDFI-ის სიგელი კიდევ ერთხელ გადაეცა. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი დასახელდა 55 სახელმწიფო უწყებას შორის, რომელსაც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აქვს. საქართველოში ყველაზე ღია და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულების დაჯილდოების ცერემონიალი, ინფორმაციაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის საერთაშორისო დღეს, 28 სექტემბერს (2016 წ.) სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა. ღონისძიებას, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით, მე-7 წელია ატარებს საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). აღსანიშნავია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირების, საქვეუწყებო და სხვა საჯარო დაწესებულების რეიტინგში საქპატენტი მეორე ადგილზეა. ... |
|
26 სექტემბერს, თბილისს სამუშაო ვიზიტით ეწვია ავსტრიის საპატენტო ოფისის (APO) დელეგაცია, პრეზიდენტის, მარიანა კარეპოვას ხელმძღვანელობით. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტისა და APO-ს წარმომადგენლებს შორის საქპატენტის ოფისში გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, სადაც განიხილეს თანამშრომლობის საკითხები. უწყების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, სადაც ასახული იქნება ერთობლივი ღონისძიებების ნუსხა: კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საქპატენტის ექსპერტებისთვის ტრეინინგები ავსტრიაში; კონსულტაციები საინოვაციო საქმიანობის განვითარებასთან და საპატენტო ვაუჩერების პროგრამასთან დაკავშირებით; ავსტრიელი ექსპერტების მონაწილეობით სასწავლო კურსის გამართვა საქპატენტის სასწავლო ცენტრში. ... |
|
15 -16 სექტემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში’’, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ ორგანიზებით, გაიმართება რეგიონალური კონფერენცია თემაზე: „ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული სტრატეგია“. |
|
ამა წლის 13-14 სექტემბერს საქპატენტს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ინტელექტუალური საკუთრების აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი შერიფ საადალა. |
|
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტსა“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რასაც ხელი მოაწერეს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა გიორგი ბადაშვილმა და „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ. ... |
|
ქ.ბათუმი, 1 აგვისტო, 2016 წ. - დღეს ბათუმში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო კონტრაფაქციის წინააღმდეგ DCFTA-ს კონტექსტში“, რომლის ფარგლებშიც ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში არსებული ევროპული და საერთაშორისო სტანდარტებისა და გამოცდილების გაზიარება მოხდება. |
|
26 ივლისს (2016 წ.), TAIEX-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და საქპატენტის ორგანიზებით, გაიმართა ერთდღიანი სამუშაო შეხვედრა „ინტერნეტ სერვის პროვაიდერების პასუხისმგებლობის შესახებ“. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საჯარო სამსახურებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც გაეცნენ ევროკავშირის კანონმდებლობას, მიდგომებსა და გამოცდილებას „ინტერნეტ სერვის პროვაიდერების პასუხისმგებლობის შესახებ“. შეხვედრაზე განიხილეს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში არსებული დარღვევები და საავტორო უფლებების აღსრულების სამართლებრივი ინსტუმენტები. პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით იმსჯელეს ინტერნეტ მეკობრეობასთან მრძოლის მექანიზმებსა და ინტერნეტ სერვის პროვაიდერთა პასუხისმგებლობაზე. ... |
|
25 ივლისს (2016 წ.) გაიხსნა „ინტელექტუალური საკუთრების სამართლის“ საზაფხულო სკოლა, რომლის ორგანიზატორია ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია ELSA საქართველო. წელს საქართველო 15 ევროპული ქვეყნის 35 სტუდენტს მასპინძლობს, რომელთაც ერთი კვირის განმავლობაში ჩაუტარდებათ ლექციები ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა ობიექტებზე. სტუდენტები ეწვევიან საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და საქპატენტს. საზაფხულო სკოლაში ლექციებს წაიკითხავენ ინტელეატუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის, პატენტრწმუნებულთა ასოციაციის და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები. ასევე, მოწვეულია მომხსენებელი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციიდან. ... |
|
დღეს, 14 ივლისს (2016 წ.) ქართველი მოსამართლეების მონაწილეობით ქობულეთში სამუშაო შეხვედრა დაიწყო თემაზე: "სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა ინტელექტუალური საკუთრების საქმეებთან დაკავშირებით", რომელიც ამერიკის სავაჭრო დეპარტამენტის სავაჭრო სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP), აშშ-ის პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების უწყების, საქართველოში ამერიკის საელჩოსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის ორგანიზებით იმართება. ... |
|
აშშ მთავრობის, აშშ-ს სავაჭრო სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) და აშშ-ს პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების უწყების( USPTO) დახმარებით, 10-11 ივლისს, საქპატენტის ოფისში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, სადაც განიხილეს აშშ-ს კანონმდებლობა, მიდგომები და პრაქტიკული მაგალითები „ინტერენეტ სერვის პროვაიდერების პასუხისმგებლობის შესახებ“. ... |
|
ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) მონაცემთა ბაზებში TM View და DS View-ში საქპატენტის სასაქონლო ნიშნების და დიზაინების მონაცემთა ბაზების ინტეგრაცია განხორციელდა. დღეიდან, 7 ივლისიდან (2016 წ.), უცხოელ მომხმარებლებს საშუალება აქვთ საქართველოში რეგისტრირებული ნიშნების შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების ვებ-გვერდზე მიიღონ. ... |
|
ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინის ბაზებში ქართული მონაცემთა ბაზების ინტეგრაცია იწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და EUIPO-ს აღმასრულებელი დირექტორის, ანტონიო კამპინოსის შეხვედრაზე აღინიშნა. ... |
|
საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის განცხადებით, .გე დომენის წინასწარი რეზერვირების ვადა 2016 წლის 8 ივლისამდე გაიზარდა. წინასარეგისტრაციო პერიოდში შესაძლებელია სიტყვიერი სასაქონლო ნიშნის შემცველი, სახელმწიფო საჭიროების და .ge ზონის დომენური სახელების რეპლიკის რეზერვაცია ქართულ ენაზე, დაბოლოებით .გე. ... |
|
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო (MCA-Georgia)-სა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში (SDSU-Georgia)- ორგანიზებით, 10 ივნისს (2016), სასტუმრო რედისონში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი დასაქმებისა და სტაჟირების ფორუმი ჩატარდა, სადაც საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები შეხვდნენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებულ სტუდენტებს და მათთან საგანმანათლებლო და სტაჟირების შესაძლებლობები განიხილეს. ... |
|
ევროკავშირის სასაქონლო ნიშნის (CTM) მფლობელთა საყურადღებოდ, 2016 წლის 12 იანვარს ძალაში შევიდა ევროპარლამენტისა და საბჭოს 2015 წლის 16 დეკემბრის წევრი ქვეყნების სასაქონლო ნიშნების კანონმდებლობის დაახლოების შესახებ 2015/2436/EU ახალი დირექტივა, ხოლო 2016 წლის 23 მარტს ძალაში შევიდა 2009 წლის 26 თებერვლის N 207/2009 ევროკავშირის სასაქონლო ნიშნების შესახებ რეგულაცია ცვლილებებითა და დამატებებით. ... |
|
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (ისმო), ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვის ლისაბონის შეთანხმებისა და ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტის საერთო რეგულაციების მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარედ საქპატენტის თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე აირჩიეს. ... |
|
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის მოწვევით, თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება თურქეთის საპატენტო ინსტიტუტის (TPI) პრეზიდენტი ჰაბიპ ასანი. დღეს, 2 ივნისს ( 2016 წ.), საქპატენტის ოფისში, ხელი მოეწერა მემორანდუმს TPI-ს და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს - საქპატენტს შორის, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას სამრეწველო საკუთრების დაცვის სფეროში. მემორანდუმის ფარგლებში ორი ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების უწყება ითანამშრომლებს ექსპერტების კვალიფიკაციის ამაღლების, გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიმართულებით, შემუშავდება სასწავლო პროგრამები საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრისთვის. მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს თურქეთის ინტელექტუალური საკუთრების სამაგისტრო პროგრამაში ქართველი სტუდენტების მონაწილეობის ხელშეწყობას, ერთობლივი კონფერენციებისა და სემინარების ჩატარებას და ინტელექტუალური საკუთრების დარგში ახალი საკანონმდებლო აქტების შემუშავების პროცესში კონსულტაციების გამართვას. ... |
|
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის ორგანიზებით, დღეს, 2 ივნისს (2016 წ.), გაიხსნა რეგიონალური სემინარი „ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკა უნივერსიტეტებში“. სემინარზე განიხილავენ საქართველოს უნივერსიტეტებში ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის არსებულ მდგომარეობას, გაეცნობიან ისრაელის გამოცდილებას ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის გამოყენებაზე საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებში და WIPO-ს რეკომენდაციებს. ... |