Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
სიახლეები



   

საქპატენტმა გურჯაანის რაიონში, სოფელ ვაჩნაძიანში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ასი ტომარა ფქვილი და ერთი ტონა შაქარი ჩაიტანა. საქპატენტის მიერ ჩატანილ დახმარებას რაიონის ადგილობრივი ხელისუფლება უახლოეს დღეებში ვაჩნაძიანის მოსახლეობას გაუნაწილებს. დახმარების პროცესს საქპატენტის თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე ხელმძღვანელობდა. იგი პირადად შეხვდა და არსებული პრობლემების შესახებ გაესაუბრა დაზარალებულ მოსახლეობას.


   

2012 წლის 7-21 ივლისს, ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტის მხარდაჭერით, ქართული დელეგაცია, სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლების შემადგენლობით, ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს ეწვია. დელეგაციას საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე ეკატერინე ეგუტია ხელმძღვანელობდა ... 

საქართველომ ევროკავშირში ბრენდი - „ღვინის აკვანი“ დაარეგისტრირა. ევროკავშირის შიდა ბაზრის ჰარმონიზაციის უწყების მიერ შესაბამისი დამცავი დოკუმენტი უკვე გაცემულია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ექნება ექსკლუზიური უფლება ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე სარეალიზაციოდ წარადგინოს ღვინო სახელწოდებით „საქართველო-ღვინის აკვანი“ ...

საქართველო ჩინეთში ქართული დასახელებების რეგისტრაციის პროცესს დაიწყებს. ამ თემაზე ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში საქპატენტის თავმჯდომარემ ირაკლი ღვალაძემ შეხვედრა გამართა ჩინეთის რესპუბლიკის სასაქონლო ნიშნების უწყების ხელმძღვანელთან ჰიუ რუი ბიაოსთან ...

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ ქ. პეკინში გამართულ დიპლომატიურ კონფერენციაზე 2012 წლის 26 ივნისს მიღებულ იქნა ,,აუდიოვიზუალური შესრულებების დაცვის პეკინის შეთანხმება”. საქართველოს მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობდა საქპატენტის დელეგაცია თავმჯდომარის ირაკლი ღვალაძის ხელმძღვანელობით ...

2012 წლის 21 ივნისს, თბილისში, სასტუმრო ,,ამბასადორში" საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტისა" და საქარველოში ევროკავშირის წარმომანდგენლობის ერთობლივი სემინარი გაიმართა თემაზე: ,,ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და აღსრულება" ...

საქპატენტის თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე ჩინეთში გაემგზავრა, სადაც 20-26 ივნისს აუდიოვიზუალური შესრულებების დაცვის თემაზე დიპლომატიური კონფერენცია გაიმართება. კონფერენციას დაესწრებიან ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) წევრი სახელმწიფოების მაღალი რანგის თანამდებობის პირები, მთავრობათაშორისი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ...

პატენტრწმუნებულთა საატესტაციო კომისიამ განიხილა ატესტაციაში მონაწილე პირთა ტესტები და ტესტირებაზე გამოცხადებულ პირთათვის მინიჭებული სარეგისტრაციო ნომრების მიხედვით აქვეყნებს შედეგებს ...

4-7 ივნისს თბილისში გაიმართა საქპატენტისა და საქართველოში ბატელის უნივერსიტეტის ფილიალის ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამის ერთობლივი ტრენინგი თემაზე: „ინტელექტუალური საკუთრების მართვის საკითხები საქართველოს ბიოლოგიურ მეცნიერებათა პროფესიონალთათვის“ ...


  

2012 წ. 5-6 ივნისს ქ. ჩოლპონ-ატაში (ყირგიზეთი) ისმოსა და ყირგიზეთის საპატენტო უწყების ორგანიზებით ჩატარდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო-ს) რეგიონული სემინარი ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის საკითხების შესახებ ...


  

2012 წლის 6-8 ივნისს ქ. ბათუმში სასტუმრო ,,რედისონში“ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრმა ,,საქპატენტმა” და აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის სავაჭრო სამართლის განვითარების პროგრამამ (CLDP) ჩატარეს ერთობლივი სემინარი თემაზე: ,,კონტრაფაქციული ფარმაცევტული პროდუქციის ამოცნობა და აღკვეთა”...

2012 წლის 4-5 ივნისს ქ. ბათუმში სასტუმრო Sheraton-ში გაიმართა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი საქპატენტისა და ევროკავშირის პროგრამა TAIEX -ის ერთობლივი სემინარი თემაზე ,,ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და აღსრულება” ...


  

საქპატენტის დელეგაცია ასტანაში (ყაზახეთი) იმყოფებოდა, სადაც 22-24 მაისს მე-5 ეკონომიკურ ფორუმი გაიმართა. საქპატენტის დელეგაცია ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თავმჯდომარის ირაკლი ღვალაძის და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის რევაზ თაბუკაშვილის შემადგენლობით გაემგზავრა ...

8-9 მაისს საქპატენტის დელეგაცია თავმჯდომარის ირაკლი ღვალაძისა და გამოგონებების, დიზაინისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსის ზვიად მათიაშვილის შემადგენლობით ოფიციალური ვიზიტით ქ. რიგაში ლატვიის საპატენტო უწყების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასასწრებად გაემგზავრა ... 

3-4 მაისს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ საქპატენტის და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ორგანიზებით ინოვაციისა და ტექნოლოგიების გადაცემის საკითხებზე თბილისში ერთობლივი სემინარი გაიმართა ...


27-29 აპრილს თბილისში ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მე-6 საერთაშორისო ოლიმპიადა ჩატარდა. ოლიმპიადის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მხარდამჭერი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტი“ იყო ...

27 აპრილს ნორჩ მეცნიერთა და გამოგონებელთა VI-ე საერთაშორისო ოლიმპიადა გაიხსნა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს განათლებისადა მეცნიერების სამინისტროსა და „ჩაღლარის“ საგანმანათლებლო სასწავლებლების ინიციატივით ტარდება.


  

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე საქპატენტმა საზეიმო მიღებით აღნიშნა. მიღება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა და მას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ცნობილი ქართველი ხელოვანები დაესწრნენ ...

ამა წლის 21-26 აპრილს საქართველოს ინტელქტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი საქპატენტის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გადაცემის დეპარტამენტის თანამშრომელები გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ გერმანიაში ...


<

საქართველო უკვე მესამე წელია უერთდება მსოფლიოს და მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღეს ...  



<< Back 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20  Next >> 
tag: