Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
სიახლეები


მიმდინარე წლის თებერვლიდან საქპატენტმა დაიწყო ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების რუსეთში რეგისტრაციის პროცესი. 2013 წლის ივნისის მდგომარეობით, სარეგისტრაციო განაცხადები ადგილწარმოშობის დასახელებებზე: „ხვანჭკარა“, „მუკუზანი“, „ქინძმარაული“, „წინანდალი“, „ტვიში“ და „ახაშენი“ უკვე შეტანილია როსპატენტში ...


  

საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-8 სხდომის ფარგლებში (24-25 ივნისი, 2013 წ.), უკრაინის დელეგაციამ მოინახულა ქ. მცხეთა და ეწვია საქპატენტის სათაო ოფისს, სადაც სტუმრებისთვის გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია ...


 

2013 წლის 13 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 22 მაისის N107 ბრძანებით დამტკიცებული საავტორო უფლებათა დაცვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ახალი შემადგენლობით შეიკრება ...


2013 წლის 3-5 ივნისს საქპატენტის დელეგაცია, თავმჯდომარის ირაკლი ღვალაძის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს AGEPI-სა და საქპატენტს შორის...


 

2013 წლის 7-8 ივნისს საქართველოს მოსამართლეებს, ხოლო 9-10 ივნისს საქართველოს მედია საშუალებების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს ჩაუტარდათ ტრენინგი ქ. ბათუმში. აღნიშნული ტრენინგი მოეწყო საქპატენტისა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებითა და აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის CLDP-ის პროგრამისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის GIZ-ის დაფინანსებით ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 22 მაისის N 107 ბრძანებით დამტკიცდა „საავტორო უფლებათა დაცვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს“ შემადგენლობა ...


  

საქართველომ დაასრულა ყაზახეთის რესპუბლიკაში ქართული ღვინისა და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელებების რეგისტრაციის პროცესი. კერძოდ, ყაზახეთის საპატენტო უწყებამ საქართველოს სახელზე გასცა დამცავი დოკუმენტები 18 ქართული ღვინის და 3 მინერალური წყლის დასახელებაზე ...

     

2013 წლის 21 მაისიდან, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ გადავიდა სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის ახალ, ელექტრონულ სისტემაზე ...

საქპატენტის დელეგაცია, თავმჯდომარის ირაკლი ღვალაძის ხელმძღვანელობით, გაემგზავრა ქ. ასტანაში (ყაზახეთი), სადაც 22-24 მაისს მონაწილეობას მიიღებს ასტანის VI ეკონომიკურ ფორუმში

საქპატენტის თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე და სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ქურდიანი მიწვეულნი არიან სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო ასოციაციის (INTA) მიერ ორგანიზებული ყოველწლიური შეხვედრაში მონაწილეობის მისაღება, რომელიც 2013 წ. 4-8 მაისს ქ. დალასში (ტეხასი, აშშ) იმართება ...


  

საქპატენტის თავჯდომარის მოადგილე ეკატერინე ეგუტია სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა კორეაში და მონაწილეობას იღებდა 2013 წლის ქალთა გამოგონების საერთაშორისო ფორუმში, რომელიც იმართებოდა მიმდინარე წლის 1-4 მაისს სეულში. ღონისძიება ჩატარდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო), კორეის ინტელექტუალური საკუთრების უწყებისა და კორეის ქალ გამომგონებელთა ასოციაციის ეგიდით ...

2013 წლის 30 აპრილს საატესტაციო კომისიამ  განსაზღვრა, რომ პატენტრწმუნებულთა ატესტაცი ჩატარდება 2013 წლის 06 ივლისს, ნაცვლად 2013 წლის 08 ივნისისა. 2013 წლის 06 ივლისს ატესტაცია გაიმართება საქპატენტის სათაო ოფისში 10 საათზე, ქ. მცხეთაში, ანტიოქიის ქ. 5.
                                                                                   იხ. სხდომის ოქმი

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით კონტრაფაქციული ვიდეო და აუდიო დისკები ამოიღეს ... 

26 აპრილი ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღეა. ეს დღე მთელ მსოფლიოში 2001 წლიდან აღინიშნება და ყოველწლიურად ერთ კონკრეტულ თემას ეძღვნება. საქპატენტი, ტრადიციულად, აღნიშნავს ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებით ...

24-26 აპრილს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო), ინტერპოლისა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ეგიდით  ქ.სტამბულში  გაიმართა მეშვიდე საერთაშორისო კონგრესი გაყალბებასა და მეკობრეობასთან ბრძოლის შესახებ. ღონისძიებაზე საქართველოდან მიწვეული იყო საქპატენტის  თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე. კონგრესის თემა იყო ,,ახალი გამოწვევები – ინოვაციური პასუხები” ...


  

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტისა" და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ორგანიზებით, 1-2 აპრილს ჩატარდა სამუშაო შეხვედრა თემაზე: „ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და ინოვაციების წახალისება“ ...

2013 წლის მარტიდან საქპატენტი ასოცირებული წევრის სტატუსით მიუერთდა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ორიჯინს“ (oriGIn - The Organization for an International Geographical Indications Network) ... 


 

მიმდინარე წლის 27-29 მარტს ტაილანდში, ქალაქ ბანგკოკში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და ტაილანდის ინტელექტუალური საკუთრების დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება საერთაშორისო სიმპოზიუმი გეოგრაფიული აღნიშვნების თემაზე ...


2013 წლის 15 მარტს საქპატენტის დელეგაცია თავმჯდომარის მოადგილის ეკატერინე ეგუტიასა და თავმჯდომარის მრჩევლის ნანა ადეიშვილის მონაწილეობით ოფიციალური ვიზიტით ეწვია ევროპის საპატენტო უწყებას (EPO). საქართველოს დელეგაციას მასპინძლობდა EPO-ს დირექტორის მოადგილე ბ-ნი რაიმუნდ ლუცი და ამავე უწყების სხვა ხელმძღვანელი თანამდებობის პირები ....

2013 წლის 4 მარტს საატესტაციო კომისიამ სრული შემადგენლობით განსაზღვრა ატესტაციის ჩატარების წესი და პირობები, საატესტაციო პროგრამა და ატესტაციის ჩატარების თარიღი. საქპატენტის თავმჯდომარის 2011 წლის 12 იანვრის N1 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ დებულების" მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად საქპატენტი აქვეყნებს საატესტაციო კომისიის 2013 წლის 4 მარტის სხდომის ოქმს და 10 ტესტის ნიმუშს.

                                                                                   იხ. სხდომის ოქმი  და ტესტების ნიმუში



<< Back 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20  Next >> 
tag: