
2014 წლის 5 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივისა (EPI) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტის” წარმომადგენლებს შორის გაიმართა სამუშაო შეხვედრა ... |
|


2014 წლის 25 თებერვალს საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს წარმომადგენლობასა (ICC Georgia) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ ,,საქპატენტს” შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ICC Georgia-ს მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა მისმა თავმჯდომარემ ფადი ასლიმ, ხოლო საქპატენტის მხრიდან თავმჯდომარემ ირაკლი ღვალაძემ ... |

საქპატენტი განაგრძობს ლექციების ციკლს საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის. 19 თებერვალს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს ბოლნისის 5 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. 19 მოსწავლე და 3 პედაგოგი საქპატენტს ,,სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში არსებული სამოქალაქო კლუბის ქვემო ქართლის პარტნიორი ორგანიზაციის, ,,საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის“, ორგანიზებით ეწვივნენ ... |

2014 წლის 20-21 თებერვალს საქპატენტმა უმასპინძლა ICC-ის (საერთაშორისო სავაჭრო პალატის) ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს (სულ 40-მდე სტუდენტი), რომელთაც ჩაუტარდათ ლექციები ინტელექტუალური საკუთრების თემაზე, მათ შორის სასაქონლო ნიშნების, დიზაინების, პატენტებისა და საავტორო უფლებების სფეროში ... |
2014 წლის 17 თებერვლიდან განაცხადების ელექტრონულ შევსებასთან დაკავშირებით კონსულტაციის მიღება შესაძლებელი იქნება ქ. თბილისში შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი რამიშვილის ქ.31. |
2014 წლის 12 თებერვალს საატესტაციო კომისიამ სრული შემადგენლობით განსაზღვრა ატესტაციის ჩატარების წესი და პირობები, საატესტაციო პროგრამა და ატესტაციის ჩატარების თარიღი. საქპატენტის თავმჯდომარის 2011 წლის 12 იანვრის N1 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ დებულების" მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად საქპატენტი აქვეყნებს საატესტაციო კომისიის 2014 წლის 12 თებერვლის სხდომის ოქმს და 10 ტესტის ნიმუშს. |
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება ,,მუკუზანის“ დაფარვის ზონა გაფართოვდება. კერძოდ, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ საქპატენტში წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, გაფართოვდება დასახელება „მუკუზანის“ დასამზადებლად საჭირო ყურძნის სპეციალური ჯიშების მოპოვების საზღვრები ... |

2014 წლის 9 იანვარს საქპატენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა ინფორმაცია კონკურსის შესახებ, რომელიც ტარდება საქპატენტის ინიციატივით და ემსახურება ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მოღვაწე ფიზიკურ თუ იურიდიულ პირების მხარდაჭერას. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულმა ინიციატივამ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა სასარგებლოდ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღების ვადა გაგრძელდა 2014 წლის 15 თებერვლამდე. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს: ლიკა ახობაძე, ტელ. 599700105 ელ-ფოსტა: lakhobadze@sakpatenti.org.ge |


2014 წლის 31 იანვარს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ ,,საქპატენტსა” და სომელიეთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. საქპატენტისა და სომელიეთა ასოციაციის მომავალი თანამშრომლობა ძირითადად მიმართული იქნება ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციისკენ ... |
28-30 იანვარს ინტელქტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრმა საქპატენტმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა. იურიდიული და ბიზნესის ფაკულტეტების სხვადასხვა კურსის სტუდენტებმა დაინტერესება გამოთქვეს უშუალოდ გაცნობოდნენ საქპატენტის საქმიანობას, მოესმინათ ლექცია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მექანიზმებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. ილიას უნივერსიტეტსა და საქპატენტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში საქპატენტი ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროთი დაინტერესებულ სტუდენტებს მომავალშიც უმასპინძლებს. |


აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივამ (EPI) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა საქპატენტმა ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრაციის ახალი ელექტრონული სისტემის პრეზენტაცია გამართეს. ღონისძიება გახსნეს აშშ-ს ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა და საქპატენტის თავმჯდომარემ ირაკლი ღვალაძემ ... |

2014 წლის 9 იანვარს საქპატენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა ინფორმაცია კონკურსის შესახებ, რომელიც ტარდება საქპატენტის ინიციატივით და ემსახურება ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მოღვაწე ფიზიკურ თუ იურიდიულ პირების მხარდაჭერას. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულმა ინიციატივამ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა სასარგებლოდ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღების ვადა გაგრძელდა 2014 წლის პირველ თებერვლამდე. იხ. ბრძანება დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს: ლიკა ახობაძე, ტელ. 599700105 ელ-ფოსტა: lakhobadze@sakpatenti.org.ge
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის ინიციატივით იმართება კონკურსი IT-ინკუბატორის პროექტში მონაწილეობის მისაღებად. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მოღვაწე ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის შექმნასა და განვითარებაში. კონკურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ თანდართულ ბმულებზე: |
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ გილოცავთ შობა-ახალ წელს! გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას!
|
23 და 26 დეკემბერს ,,სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ წარმომადგენელთა ინიციატივით საქპატენტს მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლების უფროსკლასელები სტუმრობდნენ ... |

2013 წლის 10-12 დეკემბერს საქართველოს დელეგაცია საქპატენტის თავმჯდომარის ირაკლი ღვალაძის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა ქ. ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) წევრი სახელმწიფოების ასამბლეათა 52-ე სესიის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად ... |
2013 წ. 17 დეკემბერს საქპატენტის მიერ გამოცხადდა 11 ვაკანსია. ინფორმაციის მისაღებად მიყევით ბმულს ვაკანსიები |

2013 წ. 2-6 დეკემბერს ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) შტაბ-ბინაში გაიმართა ლისაბონის სისტემის (ადგილწარმოშობის დასახელებები) განვითარების სამუშაო ჯგუფის მერვე სესია. სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა მიიღო საქპატენტის დელეგაციამ ... |
2013 წ. 10-11 დეკემბერს ქ. ბუდაპეშტში (უნგრეთი) საქპატენტის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საქართველო-უნგრული ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის პირველ სხდომაში. აღნიშნულ ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა კომისიის ოქმს, რომელიც ასახავს მხარეების სურვილს განამტკიცონ ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა ... |