Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
სიახლეები


განმცხადებელთა საყურადღებოდ!

2017 წლის 27 აპრილიდან ამოქმედდება სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ ელექტრონული ფაილინგის ახალი სისტემა შემდეგ მისამართზე: online.sakpatenti.ge

აღნიშნული სისტემით სარგებლობისათვის სავალდებულოა რეგისტრაციის პროცედურის გავლა.

ამჟამად მოქმედი სისტემით გაგრძელდება ამ დრომდე შემოტანილი განაცხადების მართვის შესაძლებლობა. თუმცა, განმცხადებლებს, ვისაც ექნებათ სურვილი ახალი სისტემის გამოყენებით ელექტრონულად მართონ მიმდინარე საქმეები, მათი ახალ სისტემაში მიგრაციის განსახორციებლად, ვთხოვთ მობრძანდნენ საქპატენტის თბილისის ან მცხეთის ოფისებში ავტორიზაციის გასავლელად და თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ...

26 აპრილს, აღინიშნება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე, რომელიც ყოველწლიურად ერთ კონკრეტულ თემას ეძღვნება. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) გადაწყვეტილებით წლევანდელი წლის თემაა ინოვაციები - სლოგანით: „ინოვაცია, ცხოვრების გაუმჯობესებისთვის!“ ...

2016 წლის 12 აპრილს საქპატენტის თბილისის ოფისში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა საქპატენტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში. შეხვედრაზე საქპატენტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ ასოციაციის წევრებს გააცნო „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ ...

„2017 წელს, 9 ივნისიდან იორდანიის სამეფო (JO) ოფიციალურად გახდება PCT- ის 152 -ე მონაწილე.


PCT (Patent Cooperation Treaty-ხელშეკრულება საპატენტო კოოპერაციის შესახებ)   არის საერთაშორისო შეთანხმება, რომლის ადმინისტრირებას  ახორციელებს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (ისმო).

PCT -ის ხელშეკრულების საფუძველზე ,  გამოგონების პატენტის  განაცხადის შეტანის მოთხოვნა შესაძლებელია ერთი საერთაშორისო საპატენტო უწყებიდან ერთდროულად PCT- ის წევრ  ყველა ქვეყანაში, რაც  წარმოადგენს უფრო მარტივ და ეკონომიურ გზას პატენტის მიღებისათვის.“

15-17 მარტს, საქპატენტისა და ისმო-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტრენერებისათვის ჩატარდა ტრენინგი - ,,ისმო-ს აკადემიის ინტელექტუალური საკუთრების დისტანციური სწავლების ზოგადი კურსის - DL-101 გადამუშავებისა და სწავლების შესახებ“. ...

საქპატენტისთვის ცნობილი გახდა, რომ ორგანიზაცია “IP Direct -International Patent & Trademark Directory“ აგზავნის წერილებს საერთაშორისო ნიშნების განმცხადებლებთან და მათ წარმომადგენლებთან, ნიშნების რეგისტრაციის/გამოქვეყნების საფასურის გადახდის მოთხოვნით.

გაცნობებთ, რომ აღნიშნულ ორგანიზაციას არ აქვს კავშირი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან (WIPO/ისმო) და აქვე განვმარტავთ, რომ საერთაშორისო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება „ისმოს საერთაშორისო ნიშნების ბიულეტენში“, რომელიც მადრიდის სისტემის ერთადერთი ოფიციალური გამოცემაა.

აღსანიშნავია, რომ მადრიდის სისტემით სარგებლობისთვის დადგენილი ნებისმიერი საფასური განმცხადებელმა უნდა გადაუხადოს ისმო-ს შვეიცარულ ფრანკებში.

გთხოვთ გამოიჩინოთ სიფრთხილე უცნობი ორგანიზაციებისგან მიღებული წერილების მიმართ, სადაც საუბარია უნებართვო მომსახურებებისათვის საფასურის გადახდაზე. მსგავსი კორესპონდენციის საეჭვო წარმომავლობის შემთხვევებში გაიარეთ კონსულტაცია პატენტრწმუნებულთან ან დაგვიკავშირდით: info@sakpatenti.org.ge, ტელ: 2 25 25 33. ...

6 მარტს, საქპატენტის თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე საქმიანი ვიზიტით ქ. კიშინიოვში იმყოფებოდა, სადაც მოლდოვასა და საქართველოს შორის ინტელექტუალური საკუთრების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გამართა მოლდოვას ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო სააგენტოს - AGEPI-ს გენერალურ დირექტორთან ოქტავიან აპოსტოლთან, და უწყების სხვა წარმომადგენლებთან. ...

2 – 4 მარტს (2017 წ.) სტამბულში მოეწყო გამოგონებების საერთაშორისო გამოფენა , სადაც 24 ქვეყნის 264 ორგანიზაციასთან ერთად მონაწილეობდა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი. გამოფენაზე 4207 რეგისტრირებული ვიზიტორისთვის წარმოადგინეს 324 გამოგონება. ღონისძიება თურქეთის მეცნიერების, მრეწველობისა და ტექნოლოგიების სამინისტროს, ასევე, გამომგონებლების საერთაშორისო ფედერაციის პატრონაჟითა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა და თურქეთის საპატენტო უწყების ორგანიზებით ჩატარდა. საქპატენტის გამოფენაში მონაწილეობის მიზანი იყო ყველაზე დიდი იმპორტიორი ქვეყნის, თურქეთის მხრიდან საქართველოსთვის საპატენტო განაცხადების რაოდენობის გაზრდის ხელშეწყობა. ...

27 თებერვალს გაიხსნა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის - ინტელექტუალური საკუთრებისა და გენეტიკური რესურსების, ტრადიციული ცოდნისა და ფოლკლორის სამთავრობათაშორისო კომიტეტის 33-ე სხდომა.

კომიტეტის მუშაობის მიზანია ისმო-ს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლების პოზიციების დაახლოება და საბოლოო შეთანხმების მიღწევა საერთაშორისო შეთანხმების ტექსტზე, რომელიც უზრუნველყოფს ტრადიციული კულტურული გამოხატულებების ეფექტურ დაცვას. ...

2017 წლის 27 თებერვალს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებული გუნდი გამოავლინა. ცამეტ ფინალისტ გუნდს შორის, პროექტით „გეოლოგიური საფრთხეები“, კონკურსში გამარჯვებული „სმართ ქიდს“ აშშ–ში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამას გაივლის. გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ღონისძიებათა დარბაზში გაიმართა.

წელს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მეორე ადგილზე ორი გუნდი გავიდა - „ბორჯღალმობილი“, პროექტით „მთვარის როვერის ძრავა“ და „17“ - პროექტით „მაგნიტური ლიფტი“. ...

19-23 დეკემბერს (2016), ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (ისმო) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტის“ ორგანიზებით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრის ტრენერებისთვის ტრენინგის მეორე ეტაპი - „სწავლების საბაზისო მეთოდოლოგიები“ ჩატარდა. ...

გაცნობებთ, რომ 2016 წლის 20 დეკემბერს საქპატენტის თბილისის ოფისი იმუშავებს 17:30 საათამდე. გთხოვთ გაითვალისწინოთ. ...

13 – 14 დეკემბერს (2016 წ.), საქპატენტს საქმიანი ვიზიტით ეწვია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) დელეგაცია, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის კორნელია მუსას ხელმძღვანელობით.

სამუშაო ფორმატში გაიმართა შეხვედრა საქპატენტის ხელმძღვანელობასთან, სადაც იმსჯელეს ისმო-ში ქართველი სპეციალისტების დასაქმების შესაძლებლობაზე და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. საქპატენტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ, ხაზი გაუსვა ისმო-ში ინტელექტუალური საკუთრების სპეციალისტების დასაქმების აუცილებლობას და ვაკანსიებში სწორედ ამ დარგის წარმომადგენლების აქტიურ მონაწილეობას. ასევე, იმსჯელეს საქართველოს სხვადასხვა უწყებებში საკონტაქტო პირების განსაზღვრაზე, რომლებიც კოორდინაციას გაუწევენ ისმო-ს მიერ გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი მიზნობრივი ჯგუფებისთვის მიწოდებას. ...

საქპატენტისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებული „OriGin - საქართველო“ გახდა გლობალური ალიანსის „OriGin“ - ის წევრი და საქმიანობას მისი ლოგოთი გააგრძელებს. სასაქონლო ნიშნის გამოყენებაზე სალიცენზიო შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია, შედგა დღეს, 28 ოქტომბერს (2016 წ.), თბილისში მიმდინარე კონფერენციის „ბრენდინგის სტრატეგიების“ ფარგლებში. ...

დღეს, 27 ოქტომბერს (2016 წ.), გაიხსნა კონფერენცია „ბრენდინგის სტრატეგიები“, რომლის მიზანია ქართველი მეწარმეები და ფერმერები გაეცნონ გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული პროდუქციის უპირატესობებს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ბაზარზე. კონფერენცია, რომლის ორგანიზატორია საქპატენტი და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO), გახსნა WIPO-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ ბინინ ვანგმა. ღონისძიებას ესწრება 120 ზე მეტი მეწარმე და ფერმერი საქართველოს ყველა რეგიონიდან და მიმდინარეობს მსჯელობა გეოგრაფიულ აღნიშვნებზე, როგორც მარკეტინგულ ინსტრუმენტზე ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის, ასევე დიზაინისა და შეფუთვის გამოყენებაზე გეოგრაფიული ადგილის ბრენდინგის სტრატეგიებში, ბრენდების რეპუტაციასა და ბაზარზე მათ იმიჯზე, ასევე, მეწარმეთა ასოციაციების როლზე ეფექტური ბრენდინგის სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაში. ...

ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დანაშაულების გამოძიების ფინურ მოდელსა და შესაბამის მტკიცებულებათა მოპოვების გზებს გაეცნენ 25-27 ოქტომბერს (2016 წ.) გამართულ ტრენინგზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს მთავარი პროკურატურის, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, საქპატენტისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ...



2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20  Next >> 
tag: